მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოდელით შეუძლია სახელმწიფოს მედიკამენტების ფასების რეგულირება?

5bc8794f2b590
ელენე გოგბერაშვილი
18.10.18 16:11
919

ჯანდაცვის სპეციალისტები ჯანდაცვაზე ხარჯების შეკავების სისტემაში ერთ-ერთ ინსტრუმენტად ბაზარზე მედიკამენტების ფასთრეგულირებას მოიაზრებენ. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს პრინციპი ბევრ ევროპულ ქვეყანაში კარგად მუშაობს და ქართულ რეალობაშიც შესაძლებელია ამაზე მსჯელობა, რათა მედიამენტებზე დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდეს.

„ნაწილობრივ ფასთრეგულაციას ადაპტირებულს საქართველოს რეალობაზე საჭიროა მსჯელობა, მუშაობა და ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც არ მიაყენებს ზარალს მედიკამენტების მომარაგების უწყვეტობას.

არსებობს რამდენიმე მოდელი ფასთრეგულირების. არსებობს პირდაპირი ფასთრეგულირება და არაპირდაპირი. პირდაპირი ფასთრეგულაციის დროს, მაგალითად, რაღაც ზღვარს ვაწესებთ  ან ვაწესებთ იმ ფასს, რა ფასადაც უნდა შემოვიდეს მედიკამენტი საქართველოში. მერე ვაწესებთ ზღვარს, რამდენი უნდა იყოს მისი ფასნამატი. პირდაპირი ფასთრეგულირების ნაირსახეობაა ასევე, მაგალითად ჩვენ ვიღებთ ქვეყნებს და ვამბობთ, რომ საქართველოში მედიკამენტი არ უნდა შემოვიდეს იმაზე მეტ ფასად ვიდრე ამ ქვეყნებში. არსებობს ასევე არაპირდაპირი რეგულაცია, რაც ამ ეტაპზე საქართველოში მივიღეთ კიდეც, ანუ კომპანიებთან მოლაპარაკებების შედეგად გარკვეულ მედიკამენტებზე ფასმა დაიწია და ბუნებრივია მათ კონკურენტმა პროდუქტებმაც დაწიეს ფასები“-აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

ჯანდაცვის კონსულტანტი, თინა ტურძილაძე მედიკამეტებზე ფასთრეგულირებას ხარჯების შეკავების სისტემაში ერთ-ერთ ინსტრუმენტად მოიაზრებს, თუმცა ამბობს, რომ სახელმწიფო სტრატეგიისა და ხარჯთეფექტურობის გარეშე აღნიშნული ინსტრუმენტი უკუშედეგის მატარებელი იქნება.

„რეგულირებული სისტემის პირობებში მედიკამენტების ფასთრეგულირება არის ეფექტური. ჩვენს პირობებში უკუშედეგი ექნება. სფეროს სისტემურ დალაგებაში ეს ინსტრუმენტიც მოიაზრება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ მოცემულობაში ეს ინსტრუმენტი გამოვიყენოთ. ეს მოგვცემს იმას, რომ კიდევ უფრო წახალისდება იაფი წამალი დაბალი მარჟით, ვინაიდან დღევანდელი სისტემის პირობებში ხარჯთეფექტური მედიკამენტების სორტირება ვერ ხდება. თუ დავიწყებთ ხარჯთეფექტრობის გარეშე ამ კომპონენტზე მუშაობას უფრო გავამწვავებთ ამ პრობლემას“-აცხადებს ტურძილაძე.