11.იანვარი.2019 12:00
ეკონომიკა, საზოგადოება

რა ღირს Tamiflu ევროკავშირსა და აშშ-ში?

რა ღირს Tamiflu ევროკავშირსა და აშშ-ში?
ამერიკაში, 75 მილიგრამიანი Tamiflu -ს საშუალო, დისკონტირებული ფასი ადგილობრივ აფთიაქებში დაახლოებით, 145 დოლარია (ანუ დაახლოებით 387 ლარი). ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი აბი Tamiflu საშუალოდ 7-8 დოლარი (ანუ დაახლოებით, 18-20 ლარი) ღირს.

იგივე პრეპარატს ონლაინ-აფთიაქებიც ყიდიან. მათი დისტრიბუცია ამერიკასა და კანადაში ძირითადად ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, ახალი ზელანდიიდან და გაერთიანებული სამეფოდან ხდება. ე.წ. შიფინგის საშუალო ფასი 9 ამერიკული დოლარია (ანუ დაახლოებით, 24 ლარი). ამ დათქმებით Tamiflu-ს საშუალო ფასი ამერიკისა და კანადის ონლაინ-აფთიაქებში 70-დან 90 ამერიკულ დოლარამდე (ანუ დაახლოებით 187-დან 240 ლარამდე) მერყეობს.

FDA-ის ანუ ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას რეგისტრირებული აქვს Oseltamivir-ი, აქტიური ნივთიერება, როგორც Tamiflu-ს ე.წ. ჯენერიკი. 75 მილიგრამი ოსელტამივირის ფოსფატის 10 კაფსულის ფასი 81-დან 125 ამერიკულ დოლარამდე (ანუ დაახლოებით 216-დან 333 ლარამდე) მერყეობს.

ევროკავშირში 75 მილიგრამი Tamiflu-ს ან მისი ჯენერიკი სახელწოდების - Oseltamivir-ის ბრენდის კაფსულა საშუალოდ, დაახლოებით, 113 ევრო (ანუ დაახლოებით, 347 ლარი) ღირს. ევროკავშირში ამერიკისგან განსხვავებით, ფასთაშორისი განსხვავების თვალსაზრისით, მეტი მნიშვნელობა ენიჭება მწარმოებელს, ვიდრე იმას - ჯენერიკია თუ არა. იგივე ოდენობის მედიკამენტი ოღონდ სხვა მწარმოებლის მიერ წარმოებული (Roche Pharma ან Roche Farma) ხელმისაწვდომია საშუალოდ 24 ევროდ (ანუ დაახლოებით,74 ლარი).

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნებშიც მომხმარებლები მუდმივად ჩივიან, რომ რიგ შემთხვევებში სიცოცხლისთვის აუცილებელი პრეპარატი ძალიან ძვირი ღირს. როგორც, მაგალითად, შარშან დაახლოებით, ამ დროს - 2018 წლის თებერვალში ABC -ი აშუქებდა, იგივე ამერიკაში ასეთი შემთხვევა მოხდა: 3 და 7 წლის გოგოების დედას, შერილ კრაუტჰამერს Tamiflu-ში შეიძლება ითქვას, ამ დროისთვის რეკორდული ფასის - 450 ამერიკული დოლარის (ანუ დაახლოებით, 1200 ლარი) გადახდა მოუწია. მწარმოებლები მაშინ ამბობდნენ, რომ 75-მილიგრამიანი Tamiflu-ს ბრენდის 10 კაფსულის საბითუმო ფასი დაახლოებით 152 ამერიკული დოლარი (ანუ დაახლოებით 405 ლარი) იყო.
რაც შეეხება საქართველოს, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელებში Tamiflu-ს გასაყიდი ფასი 68 ლარია.

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში პრეპარატ “ტამიფლუს” რეალიზაციას ახორციელებენ, “სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და შეძლებისდაგვარად პრეპარატის გაიაფებისკენ მოუწოდა“.

თავად ფარმაცევტული კომპანიების განცხადებით კი, ისინი “ტამიფლუს” რეალიზებას ყოველგვარი მოგების გარეშე ახდენენ. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ტამიფლუს” მწარმოებლებისგან 67.26 ლარად ყიდულობენ, ხოლო სარეალიზაციო ქსელში კი მისი ფასი 68 ლარს შეადგენს.

“გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ - მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას,”- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი



20.მარტი.2019 00:15
507

2019 წლის ყველაზე ძვირი ქალაქები

ვრცლად
19.მარტი.2019 23:10
622

ევროკომისარი - აუცილებელია რეფორმების მიმართ საზოგადოებისა და ინვესტორების ნდობა არსებობდეს

ვრცლად
19.მარტი.2019 22:40
747

სად ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი?

ვრცლად
19.მარტი.2019 22:23
649

ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

ვრცლად
19.მარტი.2019 21:15
729

"სახელმწიფოს მხრიდან მეტი ნოვაციაა საჭირო, რათა საგარეო მიმართულება ევროპისკენ განვითარდეს"

ვრცლად
19.მარტი.2019 20:30
401

იტალიის ელჩი თიბისის საქმეზე: მსგავსი ფაქტები ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ არის

ვრცლად