მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ჰქონდა ღორის გრიპს საქართველოში ტურიზმის სექტორზე?

5c40afa19358b
ანუკა ჯოხაძე
17.01.19 21:40
1160
"ტელევიზიებს სჭირდებათ ძალიან დიდი სიფრთხილე, რომ ასე ადვილად არ გაუშვან ინფორმაცია, რომელიც სასიცოცხლო არტერიაზეა მიბმული”,- ამის შესახებ სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის დამფუძნებელმა ქეთი მელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ღორის გრიპთან დაკავშირებით სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულმა ინფორმაციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადგილობრივ ტურიზმზე. როგორც მელაძე ამბობს, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტურისტების გარკვეულმა რაოდენობამ გააუქმა ჯავშანი. მისი თქმით, საქართველოს მსგავს ქვეყნებში მცირე ცვლილებებაც კი საგრძნობ გავლენას ახდენს ტურიზმზე.

“ღორის გრიპი ამ სეზონზე იყო ძალიან ცუდი ანტირეკლამა ტელევიზიებში, რომელიც აიტაცეს და ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა. იცით, რომ ტურისტი ძალიან სენსიტიურია, იგი უსაფრთხო ქვეყანაში მიდის, ჩვენი ქვეყანა კი ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში და როცა ეს ვირუსი გამოჩნდა, რომლისთაც იღუპებიან ადამიანები, რაც გამოიყენეს ძალიან ცუდად ზამთრის ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ჩვენი ქვეყანა არ არის მდგრადი ტურიზმის საფუძვლებზე დამდგარი, შესაბამისად, პატარა ფოთლის შრიალიც კი უკვე იწვევს სერიოზულ კლებას”-ამბობს სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის დამფუძნებელი ქეთი მელაძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმროების მენეჯერმა შალვა ალავერდაშვილმაც სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ღორის გრიპის გამო პოსტსაბჭოთა სივრცე საქართველოში სტუმრობისგან თავს იკავებს.