08.ნოემბერი.2018 17:21
საზოგადოება

რა გავლენა აქვს ლარის გაუფასურებას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასებზე

რა გავლენა აქვს ლარის გაუფასურებას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასებზე
თბილისის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები, რომლებიც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციით არიან დაკავებულები, ამბობენ, რომ ცხოვრება გაძვირდა. ეს კი მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში ლარი უფასურდება.

BM.GE-ს მიერ გამოკითხული მოქალაქეების თქმით, დაახლოებით 15-20%-ით არის გაზრდილი აგრარულ ბაზრებში პროდუქციის ღირებულება. მოვაჭრეები კი ამბობენ, რომ ფასები მხოლოდ მცირედით გაიზარდა, თუმცა მსყიდველუნარიანობა შემცირდა და რეალიზაციამაც იკლო. მათი ნაწილი ამბობს, რომ გაყიდვები თითქმის გაუვახევრდათ.
ლარის გაუფასურებას გავლენა მხოლოდ სასურსათო პროდუქტებზე არ ჰქონია. გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ გაძვირდა მედიკამენტებიც. ხოლო მათ, ვისაც საბანკო ვალდებულებები დოლარში აქვთ, ლარის გაუფასურების გამო გაეზარდათ სესხის მომსახურების ხარჯებიც.

ცხოვრება რომ გაძვირდა ამ აზრს ამყარებს სტატისტიკაც. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოქტომბრის თვის იმფლაციის ფორმირებაზე გავლენა ქონდა სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატებას. წინა თვესთან შედარებით ოქტომბერში ყველაზე მეტად ტანსაცმელი, ფეხსაცმელი(6,3%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (0,7%) გაძვირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი გაძვირებულია ყველა ჯგუფში შემავალი პროდუქტი და მომსახურება.

ტრანსპორტის ჯგუფში ფიქსირდება ფასების 6,5%-იანი მატება, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე ფასები მომატებულია 6,1%-ით, ალკოჰოლი და თამბაქო კი 5,7%-ით გაძვირდა.

აგრარული ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდა, არ არის გამორიცხული პროდუქტები კიდევ გაძვირდეს. განსაკუთრებით გაძვირდება ის პროდუქტი, რომელიც იმპორტირებულია.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



22.იანვარი.2019 22:00
28

აუდიტი: 2016-2017 წლებში სახალხო დამცველს დადგენილზე მეტი შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავდა

ვრცლად
22.იანვარი.2019 19:00
171

აუდიტის სამსახური: სახალხო დამცველმა ძვირადღირებული მანქანა საჭიროების გარეშე შეიძინა

ვრცლად
22.იანვარი.2019 18:50
200

10-წლიანი სპეციალური მართვა და 200-მილიონიანი ზარალი - “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ისტორია

ვრცლად
22.იანვარი.2019 15:30
79

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ვრცლად
22.იანვარი.2019 12:39
53

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის განახლებული ვარიანტის პრეზენტაცია 1 თებერვალს გაიმართება

ვრცლად
22.იანვარი.2019 11:03
124

საგამოძიებო სამსახურმა 4 110 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

ვრცლად