მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშეა მცირე და საშუალო ბიზნესი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე?

5c9256531bf8c
ლიკა გურაბანიძე
20.03.19 22:00
820
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, ევროკავშირის დირექტივებთან და მოთხოვნებთან დაახლოება ქვეყნისთვის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.

როგორც ჩიქოვანი bm.ge-თან აღნიშნავს, გამოწვევების წინაშე განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესები დგანან.

მისივე თქმით, ბიზნეს სექტორში ძირითადად სერტიფიცირების და ლაბორატორიების პრობლემაა გამოკვეთილი.

„ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ამ მიმართულებით, რომ ჩვენმა კომპანიებმა ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესრულება და პროდუქციის იმ ხარისხით წარმოება შეძლონ, რაც ევროკავშირის სტანდარტებს დააკმაყოფილებს,“ - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

bm.ge-ს ჟურნალისტის რეპლიკაზე, კონკრეტულად რა მიმართულებებზე უნდა იმუშაოს სახელმწიფომ? - ნინო ჩიქოვანი პასუხობს, რომ „დირექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მრავლისმომცველია და ბევრ მიმართულებას აერთიანებს.

„ეხება ეს ბაზარზე ზედამხედველობას, ეტიკეტირებას, თუ შეფუთვის წესს. ამის თაობაზე ბიზნესმენები ინფორმირებულები კარგად უნდა იყვნენ. ასევე, სერტიფიცირება და ლაბორატორიები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კვლავ ძვირადღირებულ სერვისად რჩება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.