მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაჯდა ტრამპის ინაუგურაცია?

5c3dea4d665fa
ანუკა ჯოხაძე
15.01.19 18:29
797
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის კომიტეტმა მთლიანობაში ინაუგურაციის ორგანიზებაში 104 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა.

ამის შესახებ ABC იუწყება.

კომიტეტმა ინაუგურაციისთვის გამოყოფილი 107 მილიონი ამერიკული დოლარიდან 130 000 ამერიკული დოლარი მხოლოდ ინაუგურაციისთვის განკუთვნილი სკამების ბალიშებზე დახარჯა, 10 000 ამერიკული დოლარი - გრიმზე და 2,7 მილიონი ამერიკული დოლარი კი, შოუზე, რომელიც საგანგებოდ ინაუგურაციისთვის მოეწყო.

ABC წერს, რომ დაახლოებით, მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა საჩუქრებზე, რომლებიც ტრამპის მეგობრებსა და კამპანიის მონაწილეებს დაეგზავნათ.

თითქმის 26 მილიონი ამერიკული დოლარი გადაირიცხა სტეფან ვინსტონ-ვოლკოფის კომპანიას, რომელიც ორგანიზებას სხვდასხვა შეხვედრებს უწევდა. ABC-ის ინფორმაციით, სტეფან ვინსტონ-ვოლკოფმა 1,62 მლნ დოლარი ამერიკული დოლარი პრემიის სახითაც მიიღო.

130 000 ამერიკული დოლარი მიიღო კომპანია Tiffany&Company-მ, რომლისგანაც კომიტეტმა სალათის ჭურჭელი შეიძინა.

მთლიანობაში, ABC-ის ცნობით, ტრამპის ინაუგურაცია 104 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა.

ცნობისთვის: 2009 წელს ბარაკ ობამას ინაუგურაციისთვის 53,2 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა.