მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაჯდა სამეფო ქორწილი

5b0133a2e9719
ლევან თაღიაშვილი
20.05.18 12:07
3096

19 მაისს პრინც ჰარისა და მეგან მარკლის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა, რომელსაც პირდაპირ ეთერში ფაქტობრივად, მთელმა მსოფლიომ მიადევნა თვალი.

CNNMoney-ს ცნობით, როგორც წესი, ასეთი დღესასწაულების გამართვა საკმაოდ დიდი ფუფუნებაა. მომავალი მეფე-დედოფლის, პრინცი უილიამისა და კეიტ მიდლტონის შეუღლება სამეფო ოჯახს 32-34 მილიონი დოლარი დაუჯდა, მხოლოდ კეიტ მიდლტონის საქორწინო კაბის ფასი კი $434 000 იყო.

ძმის ქორწილს თუ შევადარებთ, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ოჯახის შექმნას საკმაოდ მოკრძალებული თანხა დასჭირდა და თითქმის 5-ჯერ უფრო იაფი დაჯდა.

ნიშნობის ფოტოებში სამეფო ოჯახმა $75 00 დოლარი დახარჯა, ცნობილი მსახიობის, მეგან მარკლის საქორწინო კაბის ფასი კი $340,000 იყო. სტუმრების რაოდენობას სამეფო ქორწილი ნამდვილად არ უჩიოდა, ისინი 600 ადამიანს - ლანჩით და 200 სტუმარს ვახშმით გაუმასპინძლდნენ. ლანჩის ჯამური ღირებულება $81,500 დოლარი იყო, ერთ ადამიანზე გათვლილი ხარჯი კი $135 დოლარს ითვლის. რაც შეეხება ვახშამს, ერთი სტუმრის მომსახურება $340 დოლარი დაჯდა, ჯამში კი, ვახშმისთვის $68,000 დახარჯეს.

სხვა დანახარჯების გათვალისწინებით, ქორწილი საკმაოდ მოკრძალებული ფასი, 1.5 მილიონი დოლარი დაჯდა, თუმცა სამეფო ოჯახს გაცილებით დიდი თანხის - $8 მლნ-ის გადახდა უსაფრთხოებაზე მოუწია.