28.თებერვალი.2016 11:25
EU Georgia

რა ცვლილებები ელით ბუღალტრებსა და აუდიტორებს

რა ცვლილებები ელით ბუღალტრებსა და აუდიტორებს
აუდიტორული ფირმების საქმიანობის ხარისხს სახელმწიფო გააკონტროლებს. ფინანსთა სამინისტრო შესაბამის კანონპროექტზე უკვე მუშაობს. თემაზე დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე, იური დოლიძე გადაცემაში  "ბიზნესკონტაქტი" საუბრობს.
 
- ბატონო იური, რატომ გახდა საჭირო აღნიშნული კანონპროექტის დამუშავება და როგორ ფიქრობთ, ბიზნესი აქედან რას მიიღებს?

- აღნიშნული კანონპროექტის დამუშავების საჭიროება ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული. პირველია ის, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და ჩვენმა სახელმწიფომ ვალდებულება აიღო რომ კანონმდებლობები იმ ევროდირექტივებთან იყოს მიახლოვებული, რომლებიც სხვდასხვა სფეროს არეგულირებს. მათ შორის არის აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროები. მეორე ფაქტორი ზოგადად დარგში შექმნილი ვითარებაა. 

- აუდიტი გარკვეულწილად ნდობაზე აგებული ურთიერთობებია და რამდენად სწორია აქ რეგულაციების შემოღება-დაბრუნება?

- ვფიქრობ, რომ იმ რეჟიმში რა რეჟიმშიც ეს დარგი ბოლო წლების მანძილზე მუშაობდა იყო გარკვეული მიღწევები, მაგრამ არსებობს ობიექტური რეალობა და ვალდებულებები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების თანახმად გვაქვს.

ხომ არ შეიძლება მისი მომზადება დროში შედარებით გადაწეულიყო და ბიზნესი თუა ამ პროექტის მომზადებაში ჩართული, იცნობენ თუ არა ამ თემის დეტალებს?

- ჩვენ, როგორც უწყებათაშორისი ჯგუფი შარშან შევიქმენით. მუშაობა აპრილიდან დავიწყეთ. ჯგუფში მრავალი უწყების წარმომადგენელია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნული ბანკის და ა.შ. აქამდე ამ სფეროს ზუსტად რომ სახელმწიფო სექტორი სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობაში მსოფლიო ბანკის ექსპერტები არიან ჩართული, რომლებიც სერიოზულ დახმარებას გვიწევენ. მუდმივ კონსულტაციებში ვართ აუდიტორების და ბუღალტრების პროფესიულ ორგანიზაციებთან. ასევე, ჩვენ ბიზნეს საზოგადოებისთვის რამდნიმე პრეზენტაცია ჩავატრეთ. ეს იყო, როგორც ჩვენი ინიციატივით, ასევე მთავრობის ინიციატივით. 

- გაქვთ თუ არა ინფორმაცია აუდიტორიული კომპანიების დამოკიდებულების შესახებ?
- მე თვითონ აუდიტორი გახლავართ. ჩემი წარსული აუდიტთან არის დაკავშირებული. ჩვენ ნოემბერში კანონპროექტზე მუშაობა დავასრულეთ და გავაგზავნეთ ის პროფესიულ ორგანიზაციებში, აუდიტორულ ფირმებში და სახელმწიფო უწყებებში. შენიშვნები მივიღეთ, რასაც დღემდე ვაგრძელებთ. ამ შენიშვნების გათვალისწინებით და  აზრთა შეჯერებით. კანონპროექტის მოდიფიცირებაზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, მალე დავასრულებთ და საზოგადოების წინაშე ახალი შეჯერებული სახით წარვსდგებით.

გვსურს, ასოციაციებს პროფესიულ ორგანიზაციებთან შეჯერებული ვარიანტი წარვუდგინოთ. როგორც ვითარება აჩვენებს უკეთესია ძირითადი საკითხები ჯერ პროფესიულ წრეებში დარეგულირდეს და შემდეგ იყოს ბიზნესისთვის გაზიარებული, რომლისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
 
 



01.თებერვალი.2019 13:27
450

ევროკომისია საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს

ვრცლად
01.თებერვალი.2019 12:00
473

"მოსალოდნელია, რომ რეფორმები ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას გაზრდის" - ევროკომისია

ვრცლად
01.თებერვალი.2019 10:40
445

ვიზალიბერალიზაციით საქართველოს 300,000-მა მოქალაქემ ისარგებლა

ვრცლად
28.იანვარი.2019 11:18
238

ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მოსახლეობის 83%-მდე გაიზარდა

ვრცლად
20.იანვარი.2019 14:15
927

საქართველოში წარმოებული შინაური ცხოველის საკვები ევროკავშირში გაიყიდება

ვრცლად
19.იანვარი.2019 20:23
215

EU4Business-ის მხარდაჭერით, ინტერიერის ქართველ დიზაინერთა ნამუშევრები კიოლნში გამოიფინა

ვრცლად