მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა "დაიგუგლა" 2018 წელს ყველაზე მეტჯერ საქართველოდან?

5c15ffe29a0a6
ანნა ლაპიაშვილი
16.12.18 11:27
26868
Naadrevi frinveli, piroba, world cup 2018, adjaranet filmebi - ასე გამოიყურება საქართველოში Google-ის მომხმარებელთა მიერ საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად მოძებნილი სიტყვები.

პირველ ორ ადგილს თურქული სერიალები -  "ნაადრევი ფრინველი" და "პირობა" იკავებენ.

ანგარიშში მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატი და თამაში Fortnite-იც; ჩამონათვალში ვხვდებით ჰოროსკოპსაც.

დანარჩენ ადგილებს კი, საიტების დასახელების აკრეფისას დაწერილი შეცდომები ინაწილებენ.

მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე ბევრჯერ Google-ის დახმარებით, ადამიანებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს.

რეიტინგის მიხედვით, დალაგებულ მონაცემებში ხვდება ქარიშხალი ფლორენსიც. სტიქიამ ჩრდილოეთსა და სამხრეთ კაროლინაში 55 ადამიანის დაღუპვა და 18 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია.

2018 წელს ყველაზე ხშირად ეძებდნენ მეგან მარკლისაც, რომელიც პრინც ჰარიზე დაქორწინდა.

პოპულარულ ფილმებს შორის კი მოხვდნენ - Deadpool 2, Black Panther, Venom, Bohemian Rhapsody და ა.შ.

მიმდინარე წლის განმავლობაში პოპულარული იყო ინფორმაცია ბიტკოინის შესახებაც.

მუსიკალურ კატეგორიაში კი, ყველაზე ხშირად Queen-ის Bohemian Rhapsody-ის ეძებდნენ.