22.თებერვალი.2016 12:12
ბიზნესი

ქვეყანაში საწვავის ნებაყოფლობითი ეკოლოგიური მარკირების სისტემა დაინერგება

ქვეყანაში საწვავის ნებაყოფლობითი ეკოლოგიური მარკირების სისტემა დაინერგება
ქვეყანაში ნებაყოფლობითი ეკოლოგიური მარკირების სისტემა დაინერგება - ამის შესახებ ცნობილი გარემოს დაცვის მინისტრისა და „ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ გახდა. როგორც გარემოს დაცვის სამინიტროში განმარტავენ, პირველ ეტაპზე დაგეგმილია საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ეკომარკირება, რომლის მიზანანსაც ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ზრდისა და ნავთობიმპორტიორ კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

"გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ინიციატივაში დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობას საავტომობილო საწვავის ეკო-მარკის კონკრეტული პარამეტრების განსაზღვრის მიზნით, რომელიც ევრო სტანდარტებს დაეფუძნება"- აცხადებენ სამინიტროში.

"კომპანიას თუ აქვს სურვილი რომ მიიღოს ე.წ. "მწვანე ნიშანი" მან უნდა მიმართოს გარემოს დაცვის სამინისტროს, ლაბორატორიული სინჯების აღების შემდეგ კი უწყება გასცემს ეტიკეტს.

ბენზინის შემთხვევაში მან ევრო 5-ის სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს, დიზელის საწვავის შემთხვევაში კი საუბარია რომ ევრო 4-ისა და ევრო 5-ის შემთხვევაში დაიშვას მარკირება", - ამბობს ნავთობპროდიქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. მისივე თქმით, დროთა განმავლობაში შესაძლოა კონტროლის მექანიზმიც ამოქმედდეს, რომელიც პერიოდულად შეამოწმებს საწვავის ხარისხსს. მთვრალაშვილის ინფორმაციით, პროექტით შესაძლოა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმებაც მოხდეს, რის შემდეგაც ეტიკეტირებას არა უშუალოდ პროდუქტი, არამედ ობიექტი მიიღებს.



23.ოქტომბერი.2018 19:00
439

„მაინტერესებს, რა გადასახადებს იხდის ბიძინა ივანიშვილი“

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 18:30
1409

“გადაუკეტავად უნდა მოვუშვათ ფულის ონკანები ბიზნესისთვის“

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 17:04
52

"საინვესტიციო გარემო საქართველოში პოზიტიურია"

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 17:00
1738

ბიზნესის კითხვები ბიძინა ივანიშვილს

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 21:30
1111

რაში ეთანხმება ვახტანგ ბუცხრიკიძე სებ-ის პრეზიდენტს და ფინანსთა მინისტრს

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 15:15
2409

"ბლაუენშტაინ საქართველოს“ მანქანა საბურთალოელ დიასახლისებს სადილისთვის საჭირო ხორცს ადგილზე მიაწვდის

ვრცლად