მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანა, რომლის მოქალაქეობას ბიტკოინით იყიდით

59df67228e94b
BM.GE
12.10.17 16:54
1372
წყნარი ოკეანის აუზის სახელმწიფო ვანუატუ მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომლის მოქალაქეობის ყიდვა ბიტკოინებით არის შესაძლებელი, - bitcoin.com ინფორმაციას ვანუატუს რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრის (VIС) ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯეფრი ბონდის განცხადებით, ვანუატუ ახალი ტექნოლოგიების სფეროში ლიდერობას გეგმავს და ყველა ტრანზაქცია ციფრული ვალუტით, ავსტრალიის საფონდო ბირჟის დახმარებით და ავსტრალიის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვანუატუს მოქალაქეობის მიღების და პასპორტის გაცემის საფასური 200 000 აშშ დოლარი და დაახლოებით 44 ბიტკოინია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ცხოვრება აუცილებელი არ არის. მეტიც, ადგილობრივი კანონების მიხედვით, ადამიანს შეუძლია საერთოდ არც მოინახულოს ქვეყანა.
ვანუატუს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სიახლით ბევრი ადამიანი დაინტერესდება, რადგან მათი აზრით, აღნიშნული ინიციატივა ძალიან მიმზიდველია. როგორც ვანუატუს მთავრობა მიიჩნევს, უპირველესად, ეს ადამიანები დიდი ბიზნესის მფლობელები იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას შეღავათიანი საგადასახადო სისტემა აქვს. ვანუატუს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ მოინახულოს მსოფლიოს 115 ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი.