03.მარტი.2016 12:39
ბიზნესი

ქვევრში წარმოებული ვისკი - უნიკალური ტექნოლოგია საქპატენტში დარეგისტრირდა

ქვევრში წარმოებული ვისკი - უნიკალური ტექნოლოგია საქპატენტში დარეგისტრირდა
ქვევრში წარმოებული ვისკი - უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც ქართველმა დისტილერმა საქპატენტში დააპატენტა, - თემის დეტალებით გადაცემაში "საქმიანი დილა" ალეკო კვერნაძე საუბრობს.
 
- ბატონო ალეკო, როგორ ხდება თქვენი ტექნოლოგიით ვისკის დაყენება?

- ეს იდეა ორი წელია, რაც ჩვენს მიერ მუშავდება. თავიდან ექსპერიმენტი კეთდებოდა, გვაინტერესებდა რა შედეგს მივიღებდით. ქვევრში გამოხდა თვითმიზანი არ ყოფილა. თიხა, რისგანაც ქვევრს ამზაადებენ ძლიერ კატალიზატორს წარმოადგენს და მისი საშუალებით ხდება სპირტის გაწმენდა დიდ ტექნოლოგიებში.

- ექსპერიმენტის შემდეგ, შედეგი რამდენ ხანში მიიღეთ?

- ექსპერიმენტის შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ მიღებული პროდუქტი რახის ზეთებისაგან აბსოლუტურად თავისუფალია, ძალიან კარგი გემო უნდა ჰქონდეს.

- ჩვენ მსოფლიოში ქვევრის ღვინით ვიწონებთ თავს, რა უნიკალური თვისებებით არის გამორჩეული ქვევრის ვისკი?

- მისი უნიკალური თვისებები ის არის, რომ სუფთაა, სპირტს საკმაოდ მაღალი გემოვნური თვისებები აქვს, ქვევრში მაქსიმალური ფილტრაცია ხდება და თვითონ ჭურჭელი აძლევს უნიკალურობას. ჯერჯერობით ამ მიმართულებით კვლევა არ გვაქვს, მაგრამ ალბათ ქვევრის ფორმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

ასეთი რამ ნამდვილად არავის გაუკეთებია. იმიტომ, რომ ქვევრი საქართველოს ფენომენია. მხოლოდ ჩვენთან იცნობენ მის ბუნებასა და სიკეთეს. უბრალოდ ჩვენ თავიდან ექსპერიმენტის სახით ვცადეთ. გვაინტერესებდა გამოგვეკვლია ის თიხა რას იძლევა და როგორ მუშაობს როგორც კატალიზატორი იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი მივიღოთ.
 
- ხარჯები დიდია?

- ხარჯები, რა თქმა უნდა, არის. იმიტომ, რომ დისტილაციის აპარატურასაკმაოდ ძვირი ღირს, რადგან უმაღლესი ხარისხის სპილენძისგან არის დამზადებული და რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. ჩვენ ქვევრის გამოყენების კიდევ ერთი საშუალება მოვძებნეთ, რაც ალბათ ძალიან საინტერესოა.

რა მოცულობის ვისკს ამზადებთ?

- მოცულობით ჯერჯერობით ბევრი არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს საოჯახო დისტილერია და ხაზს გავუსვამ, რომ ამ ბოლო დროს მსოფლიოში საოჯახო დისტილერები ძალიან მომრავლდენენ. მან დიდი პოპულარობა მოიპოვა ამერიკაში, ევროპაში, ბრიტანეთსა და შოტლანდიაშიც კი, სადაც ვისკის წარმოების უზარმაზარი ქარხნებია. მცირე დისტილერები არა ნაკლებ ხარისხიან ვისკის აწარმოებენ. ჩვენ ბაზარზე ახალი გამოჩენილები ვართ და ძალიან გვინდა კონკურენცია გავუწიოთ არაყს, რომელიც წყლისა და სპირტის ნაზავია და მეტი არაფერი. ვისკი ასევე მარცვლეული არყის გამოხდითაც მიიღება, მხოლოდ შემდეგ მისი დაძველება მუხაში ხდება.
 
- თეთრი მუხის კასრების ყიდვას აპირებთ?
 
- გვინდა შევიძინოთ, რადგან თეთრ მუხას აშშ-ში ვისკის დაძველებისთვის გამოიყენებენ და ჩვენ რახან სიმინდს ვიყენებთ, ისიც ამერიკისთვის დამახასიათებელი პროდუქტია. გვსურს ბურბოლის მიმართულებით წავიდეთ და თეთრ მუხაში დავაძველოთ ჩვენი ვისკი. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. ექსპერიმენტის ჩატარებას უკვე ვიწყებთ.

თქვენ ვისკისთან ერთად არაყსაც ხდით განსხვავებული მეთოდით, როგორ ხდება ეს, აქ რა უნიკალურ თვისებებთან გვაქვს საქმე?

- არაყი პრაქტიკულად ის თეთრი მასალაა, რომლისგანაც შემდეგ ვისკი მზადდება. ჩვენ ქართული მთის ტრადიციები აღვადგინეთ. მთაში რადგან ყურძენი არ მოდის, ჩვენი წინაპრები არაყს ძირითადად მარცვლეულით ხდიდნენ. ჩვენს წინაპრებს თავისი ჟიპიტაური რომ დაეძველებინათ, იგივე ვისკის მიიღებდნენ, მაგრამ მაშინ ეს არ იცოდნენ.



21.ნოემბერი.2018 18:28
126

"საქართველოს თაიგულს" იჯარით აღებული ჩაის პლანტაციის ნაწილი ჩამოართვეს

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 14:58
179

რატომ ფერხდება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მოწყობა?

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 17:43
135

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:00
1010

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1208

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
105

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად