მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაფლის პირველი პარტია ევროპაში

BM.GE
31.01.19 11:38
1515
პირველად ევროპელმა მომხმარებელმა ქართულ თაფლს გემო გაუსინჯა. ბერლინში გამართულ საერთაშორისო მწვანელ კვირეულის გამოფენაზე ქართული თაფლით 18-27 იანვარს უკვე წარვსდექით. ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე სპეციალურად შექმნილი ბრენდით „TAPLI“ იყო წარმოდგენილი და ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს მთავრობასთან ერთად კვლავ ევროკავშირმა შეიტანა.

ბრენდი აერთიანებს პრემიუმ კლასის ქართულ თაფლს - მხოლოდ იმ მწარმოებლებს მიეცემათ თავიანთ პროდუქციაზე „TAPLI“-ს ლოგოს განთავსების უფლება, რომლებიც მეფუტკრეობის თანამედროვე და წამყვან ტექნოლოგიებს მისდევენ და აკმაყოფილებენ პროდუქტის უვნებლობის უმაღლეს სტანდარტებს. ამ ბრენდის ქვეშ ქართული თაფლის პირველი პარტია შპს გეო ნატურალისა და კერძო მეწარმე თამაზ ღლონტის პროდუქციას მოიცავს.

სტუმრები: ვახტანგ ღლონტი - ინდ. მეწარმე თამაზ ღლონტის სავაჭრო წარმომადგენელი, კონსულტანტი მეფუტკრეობის დარგში;
გიორგი იაშვილი - „გეო ნატურალის“ დამფუძნებელი და დირექტორი;
თეა კენჭაძე - GIZ-ის კომუნიკაციის ექსპერტი