23.თებერვალი.2016 14:02
საზოგადოება

ქვემო-ქართლის რეგიონში მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა დაიწყო

ქვემო-ქართლის რეგიონში მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა დაიწყო
"მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ქვემო ქართლში, კახეთსა და შიდა ქართლში ხვნის სამუშაოები უკვე დაიწყო.
 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფელ კოდაში, 580 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით წელს სოფელ კოდადან 924 ბენეფიციარი ისარგებლებს, აქედან ხვნის ბარათი 813 ფერმერმა უკვე მიიღო. სამუშაოებს შპს "მექანიზატორის“ 8 ტრაქტორი შეასრულებს.

"მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში წინასწარი მონაცემებით დახმარებას ქვემო ქართლის 94 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 51 ათას ფერმერი. წელს პროექტს დაემატება ქალაქ რუსთავს შემოერთებული სოფლები.

"მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში" წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 48 მილიონ ლარს შეადგენს.

მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. პროექტი 3 წლიანი იყო თუმცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მე-4 წელსაც გაგრძელდა.

  • ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.

  • ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრობარათით.

  • ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰექტარზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.

"მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ თებევრვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.

 



20.მაისი.2018 19:00
168

გერმანიის ელჩმა პროექტი „გერმანული ენის თვე“ გახსნა

ვრცლად
20.მაისი.2018 16:05
267

პრემიერი და 3 მინისტრი საქმიანი ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

ვრცლად
20.მაისი.2018 15:30
529

აპლიკაცია "Gamarjoba" 15 000-მდე მომხმარებელმა გადმოტვირთა

ვრცლად
20.მაისი.2018 13:00
83

კანის 2018 წლის კინოფესტივალის ლაურეატები

ვრცლად
20.მაისი.2018 12:30
12210

ლელა წურწუმიას კონცერტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 000 ლარით დაასუბსიდირეს

ვრცლად
20.მაისი.2018 10:56
1503

ინგა გრიგოლია: გადავწყვიტე, შეიარაღებულმა ვიარო. არ მინდა, რომ მომკლან

ვრცლად