ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი მის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. როგორც მან "საქმის კურსთან" განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მთავრობის მისაღებია და თუ მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ინფორმაცია გავრცელდება.
"ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. რა და როგორ იქნება, ამას ძალიან მალე გაიგებთ. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შეიძლება იყოს სამსახურის შეცვლა, ყველაფერს მალე შეიტყობთ",- აცხადებს პაატა ხიზანიშვილი.
გუბერნატორის თანამდებობა პაატა ხიზანაშვილმა 2014 წელს დაიკავა. მანამდე 2006-დან 2014 წლამდე ის "ქართუ ჯგუფში" მუშაობდა.