05.თებერვალი.2016 16:01
საზოგადოება

ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება

ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება
სამედიცინო სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შპს "დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის“ 95%-იანი წილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" 200 000 ლარად შპს "ლჯ და კო - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს“ საკუთრებაში გარკვეული პირობებით გადასცა.
 
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს წინაშე ინვესტორი ვალდებულებას იღებს, რომ 18 თვის ვადაში მინიმუმ 2 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება 68 საწოლზე იქნება გათვლილი.

სამედიცინო ცენტრში განთავსდება:

• არანაკლებ 18 საწოლზე გათვლილი ტუბერკულოზის და ფილტვის განყოფილება;
• არანაკლებ 6 საწოლიანი კრიტიკული მდგომარეობისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება;
• არანაკლებ 6 ბოქსირებული ინტენსიური პალატა ბოქსის წინა ოთახებით განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებათა მკურნალობისათვის;
• ვირუსული დაავადებების (მათ შორის ჰეპატიტების, შიდსისა და სხვა) მკურნალობისათვის არანაკლებ 20 საწოლზე გათვლილი განყოფილება;
• ნაწლავური და ჰაერწვეთოვანი ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის არანაკლებ 18 საწოლიანი განყოფილება;
• მრავალპროფილური ამბულატორიული დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც აღჭურვილი იქნება ბიოუსაფრთხოების მე - 2 დონის მრავალპროფილური ლაბორატორიით.
• ასევე აშენდება დამხმარე მასალების და სამედიცინო ნარჩენების ინსინერატორი.



27.მაისი.2018 20:45
89

გამოკითხული მოსახლეობის 94%-ს საჯარო სკოლაში რაიმე საკითხი არასდროს გაუპროტესტებია

ვრცლად
27.მაისი.2018 20:05
80

ვინ და როდიდან იცხოვრებს რუსთავის სოციალურ საცხოვრებელში

ვრცლად
27.მაისი.2018 18:19
185

სად უყვართ Facebook?

ვრცლად
27.მაისი.2018 17:45
405

საქართველო იტალიაში „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნად“ აღიარეს

ვრცლად
27.მაისი.2018 17:02
127

პროფესიული სასწავლებლებით ყველაზე უკმაყოფილო დედაქალაქის მოსახლეობაა

ვრცლად
27.მაისი.2018 16:22
29

მიხეილ ჯანელიძე: "ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ლევილი იქცეს საქართველოს კულტურულ ცენტრად ევროპაში"

ვრცლად