მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში სამაგიდო თამაშების პირველი Game Club გაიხსნა

5c6a9e560fce7
BM.GE
18.02.19 22:00
2910
ქუთაისში სამაგიდო თამაშებისა და გართობის მოყვარულებისთვის Game Club გაიხსნა, სადაც მსურველებს ექნება შესაძლებლობა, რომ მივიდეს და ითამაშოს 25-ზე მეტი სხვადასხვა სახის სახალისო, აზარტული თამაში და გაატაროს თავისუფალი დრო მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში.

Game Club-ს განსაკუთრებული შეთავაზება აქვს სტუდენტებისთვის - ისინი ნებისმიერ სამაგიდო თამაშს სრულიად უფასოდ ითამაშებენ.

„როგორც იცით, დედაქალაქისგან განსხვავებით, ყველა რეგიონში, მათ შორის ქუთაისში ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის გასართობი და განტვირთვის ადგილები არც ისე ბევრია. ამიტომ გადავწყვიტე ისეთი კლუბის გახსნა, სადაც სტუდენტები, ახალგაზრდები არამხოლოდ გაერთობიან და დაისვენებენ, არამედ საინტერესო ადამიანებს გაიცნობენ, ახალ მეგობრებს შეიძენენ და ჩვენი კლუბი მათი თავშეყრის ადგილი გახდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ სტუდენტებს ვაძლევთ უნიკალურ შანსს, ნებისმიერი სამაგიდო თამაში, რასაც თავად შეარჩევენ, უფასოდ ითამაშონ. სხვა ნებისმიერ მსურველს კი მხოლოდ მინიმალური თანხის გადახდა მოუწევთ. ჩვენთან მყუდრო გარემო, მეგობრული სტაფი და გემოვნებიანი მუსიკა დაგხვდებათ“, - აცხადებს Came Club-ის დამფუძნებელი მიხეილ ჩიქოვანი.

სამაგიდო თამაშების კლუბი Came Club ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით დილის 11:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე, ხოლო პარასკევს, შაბათს და კვირას 12:00-დან ღამის 24:00 საათამდე იმუშავებს.