მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში ფეროშენადნობთა საწარმო გაიხსნება

5addfa2d4774b
მაია ბიწაძე
23.04.18 21:00
1442
ქუთაისში, ჰუალინგის კუთვნილ ინდუსტრიულ ზონაში, ჩინური ინვესტიციით ფეროშენადნობთა მწარმოებელი საწარმო შენდება, რომელიც სილიციუმს დაამზადებს, - ამის შესახებ Bm.ge-ს ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა. "საქართველოს ფეროშენადნობთა რესურსების კომპანია" რამდენიმე თვეში დაიწყებს პროდუქციის წარმოებას.

"საწარმოს მშენებლობა დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს მაღალი ძაბვის ელეტროენერგიის შემოყვანის ტექნიკური სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც საწარმო ამუშავდება. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოა, წყალტუბოდან მოგვყავს მაღალი ძაბვის ხაზი. საწარმოში ხისა და ქვის ნახშირის, კვარცისა და პეტროკოკის გადამუშავების შედეგად მიიღება სილიციუმი, რომელიც ფერად მეტალურგიაში გამოიყენება, ის 100%-ით ექსპორტზე გავა. ნედლეული სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა, მათ შორის: უკრაინიდან, ცენტრალური აზიიდან და ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან", - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

საწრამოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 3 მილიონ დოლარს შეადგენს.