მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის თიზის მიმართ ჩინური კომპანიების ინტერესი იზრდება

5b0a63b65cd22
თათია ჩაფიჩაძე
27.05.18 11:20
1359
ქუთაისის თავისუფალ ინუსტრიული ზონით ჩინური კომპანიები ინტერესდებიან. როგორც თიზის ხელმძღვანელმა სოსო ნიბლაძემ BM.GE-ს უთხრა, სულ მალე ქუთაისში ფერო-შენადნობების ქარხანა, პლასტმასის გრანულებისა და სამკერვანო წარმოების კომპანიები დაიწყებენ ოპერირებას.

„ჩინური კომპანიები ძალიან გააქტიურებულები არიან. ამჟამად ხელშეკრულებას ვაფორმებთ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან, რომელიც პლასტმასის მეორადი პროდუქციის გადამუშავებას და გრანულების წარმოებას დაიწყებს. ჯამური ინვესტიცია საწყის ეტაპზე იქნება სადღაც მილიონ ნახევარი, თუმცა ეს პირობითია და კიდევ გაიზრდება. გარდა ამისა ინტერესია საკვებ ინდუსტრიაში, ძალიან ბევრი კომპანიის წარმომადგენელი ინტერესდება ჩვენით, ჩამოდიან ადგილზე და ეცნობიან სიტუაციას, როგორც მოგეხსენებათ ჩინეთთან ეკონომიკური ბიზნეს დაახლოება ბოლო წლების შედეგია და ამას ეფექტი ეტაპობრივად მოაქვს.

ასევე მალე დაიწყება მზის პანელების წარმოებაც, ამ საკითხზე გერმანულ მხარესთან გაუთქმელობის ხელშეკრულება გვაქვს დადებული და დეტალების თქმა 1 თვეში შეგვეძლება. ფერო-შენადონების ქარხანაზე შეიძლება ითქვას, რომ ქარხანა უკვე აშენებულია და ველოდებით ელექტროენერგიის მომარეგების თემას, როგორც კი ეს პრობლემა გადაიჭრება ქარხანა მაშინვე ამუშავდება. ვფიქრობთ რომ წლის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება. პროექტში 3-4 მილიონი ინვესტიცია ჩაიდო, რაც შეეხება დასაქმებულებს, მათი ჯამური რაოდენობა 150-მდე იქნება.“- განაცხადა სოსო ნიბლაძემ.