მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის თიზ-ში ესპანური ინვესტიციით საკონიაკე სპირტის საწარმო ამოქმედდა

5bcba31ae9490
მაია ბიწაძე
21.10.18 13:29
1355
ჰუალინიგის კუთვნილ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საკონიაკე სპირტის საწარმო ამოქმედდა, რომელიც ესპანური ინვესტიციით შეიქმნა.

ამის შესახებ Bm.ge-ის ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, საწარმო უკვე სრულყოფილად ფუნქციონირებს; ქარხანაში ღვინომასალა შეაქვთ და შემდგომ საბრენდე სპირტს ხდიან.

პროდუქცია ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გააქვთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონ დოლარს შეადგენს; საწარმოში, დაახლოებით, 40 ადამიანი დასაქმდა.

ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონა 2015 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს. ის ქუთაისის ცენტრში, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე 36 ჰექტარზეა განთავსებული, რომლის 30%-ზე მეტი უკვე ათვისებულია.

როგორც სოსო ნიბლაძე განმარტავს, ძალიან მალე ეს მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ახალი მასშტაბური პროექტი იწყება.

მისი ინფორმაციით, ამჟამად თიზ-ში 150 ქართული და უცხოური კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა 10%-15% -  საწარმოო, დანარჩენი კი, სავაჭრო და მომსახურების სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა.