მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი ცხადდება

5bc7049dc5587
BM.GE
17.10.18 13:44
754
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქუთაისის შემოვლითი გზის 41.3 კმ–იანი 2–ზოლის მშენებლობისთვის სატენდერო პირობები კერძო სექტორს გააცნო.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ განმარტა, პროექტის ღირებულება 200 მილიონი ლარია და ის სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

მისივე განმარტებით, მართალია ქუთაისის შემოვლითი გზა 2014 წელს გაიხსნა, მაგრამ ამ მონაკვეთზე მომხდარი ხშირი საგზაო შემთხვევების გამო, მალევე მისი გაცალმხრივება მოხდა.

„სტატისტიკა ასეთია: 75 – დაშავებული, 30 – გარდაცვლილი“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება პროექტის დაფინანსებას, ქარსელაძის განმარტებით, ამ მიზნით დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ, მაინც საბიუჯეტო თანხები დაიხარჯება.

„სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან ინტენსიური მოლაპარაკება იყო, მაგრამ ეკონომიკური პარამეტრების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რაც მათი დაფინანსების მოპოვების საფუძველი ხდება, ვერ იქნა მსგავსი დაფინანსება წარმოდგენილი მათი მხრიდან და ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად დააფინანსებს ამ პროექტს“, – განმარტა ქარსელაძემ.