მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტს ევროპის 7-8 ახალი მიმართულება დაემატება

56827729ea7e6
BM.GE
29.12.15 16:05
10268
ქუთაისის აეროპორტს ევროპის ქალაქების 7-8 ახალი მიმართულება დაემატება. პრემიერობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირლანდიურ Rain Air-თან, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ქუთაისის მიმართულებით კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია იფრენს.
 
"ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება ქუთაისში. ეს არის ქუთაისის ტურისტულ ჰაბად გადაქცევის პროექტი, მათ შორის ძალიან კარგი პროექტი იქნა წარმოწყებული ქუთაისის აეროპორტის სახით წინა ხელისუფლების პირობებში, ჩვენ შემდგოში განვავითარეთ ეს პროექტი. ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ რომ შემოვიყვანოთ Wizz Air-ი ფართოდ და გავაკეთოთ Wizz Air-ის ბაზა. 7-8 საერთშორისო ქალაქი დაემატება ქუთაისის მხრიდან ევროპის მიმართულებით.

ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ირლანდიურ Ryanair-თან. დიდი იმედი გვაქვს რომ წარმატებით დავასრულებთ მოლაპარაკებებს და კიდევ უფრო ძლიერი დაბალბიუჯეტური კომპანია იფრენს ქუთაისის მიმართულბით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.