14.მარტი.2016 16:55
ბიზნესი

ქუთაისის აეროპორტის ტრანსფერის შეძენა WizzAir-ის ვებ-გვერდიდან და მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი

ქუთაისის აეროპორტის ტრანსფერის შეძენა WizzAir-ის ვებ-გვერდიდან და  მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი
17 მარტიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ავიაკომპანია Wizz Air-ის საიტზე (www.wizzair.com) ავიაბილეთთან ერთად შეიძინონ აეროპორტის ტრანსფერებიც, როგორც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის, ასევე აეროპორტიდან სხვა ცენტრალური ქალაქების (ქუთაისი, თბილისი და ბათუმი) მიმართულებით.
 
აღნიშნულ სერვისს მგზავრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ოფიციალური პარტნიორი, სატრანსპორტო კომპანია "Georgian Bus" სთავაზობს.

მიკროავტობუსები და მინივენები რეისებს ფრენების დროის მიხედვით შეასრულებენ საქართველოს ცენტრალური ქალაქებიდან.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სურვილის შემთხვევაში, ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით გამგზავრებისას ტრანსპორტი მგზავრს მისთვის სასურველ მისამართზე მიაკითხავს, ასევე მითითებულ მისამართზე მიიყვანს ტრანსპორტი ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისში მიმავალ მგზავრს.



25.სექტემბერი.2018 19:40
351

ესტონელი ბიზნესმენის განცხადებით ბიზნესომბუდსმენი დაინტერესდა

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 15:49
990

"ქართული ზეთისხილი" საპნის წარმოებას იწყებს

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 09:00
333

"გეფერინი" საზღვარგარეთ სავაჭრო ქსელს აფართოებს

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 19:40
153

"მგზავრები" თელავში ახალი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 19:20
381

გონიოში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 19:00
140

ბაკურიანში "პანორამა მგზავრების" ახალი სასტუმროს მშენებლობა იწყება

ვრცლად