24.თებერვალი.2016 21:00
საზოგადოება

ქუთაისელმა არქიტექტორმა "მოძრავი სახლები" გამოიგონა (ფოტო)

ქუთაისელმა არქიტექტორმა "მოძრავი სახლები" გამოიგონა (ფოტო)
"მობილური არქტექტურა" - ასე უწოდებს საკუთარ გამოგონებას ქუთაისელი არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი, რომელიც უკვე ორი წელია ე.წ მოძრავ სახლებს აწყობს, თუმცა ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ 4 მოძრავი სახლი შექმნა , მიზეზი კი მარტივია: მოთხოვნის სიმცირე.
 
"მე შემიძლია 30 კვადრატიანი ნაგებობა, როგორც "ჯიხური" ისე გადავიტანო და სადაც მინდა იქ დავდგა", - აცხადებს დვალიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.

არქიტექტორს გამოგონება ჯერ დაპატენტებული არ აქვს. როგორც თვითონ ამბობს, გამოგონების შესახებაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის.

"ოთხიოდე მობილური არიქიტექტურის ნიმუში გავაკეთე: 30, 36, 22 და 32 კვადრატულ მეტრიანები, მაქსიმუმ რაც შეიძლება აეწყოს 40კვადრატია, სხვა შემთხვევაში გადაადგილება გართულდება", - ამბობს დვალიშვილი.

ე.წ მოძრავი სახლების ასაწყობად ძირითადად სენდვიჩ პანელებს იყენებს და მის მიერ აწყობილ სახლებში კვადრატულის ღირებულება 200 დოლარს შეადგენს, თუმცა 200 დოლარი მინიმალურია ფასია და ღირებულების მაქსიმუმი 300 დოლარს აღწევს. შეკვეთები უცხოეთიდან ჯერ არ აქვს, რადგან დვალიშვილის განმარტებით, ამას დრო სჭირდება და საკუთარ ნამუშავრებს უცხოელებს იქამდე არ შესთავაზებს, ვიდრე გამოგონებას არ დააპატენტებს.

"უფრო საინტერესო მიმართულებაც არსებობს: 15-20 კვადრატიანი სახლები. მსგავისი ტიპის მობილური არქიტექტურა შეგვიძლია კედლებზეც მივამაგროთ, მაგალითად, მეოთხე ან თუნდაც მეშვიდე სართულზე, მას არანაირი ნებართვა არ სჭირდება", - ამბობს დვალიშვილი, რომელიც საკუთარი გამოგენების დაპატენტებას ახლო მომავალში გეგმავს.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე



27.მაისი.2018 20:45
126

გამოკითხული მოსახლეობის 94%-ს საჯარო სკოლაში რაიმე საკითხი არასდროს გაუპროტესტებია

ვრცლად
27.მაისი.2018 20:05
95

ვინ და როდიდან იცხოვრებს რუსთავის სოციალურ საცხოვრებელში

ვრცლად
27.მაისი.2018 18:19
217

სად უყვართ Facebook?

ვრცლად
27.მაისი.2018 17:45
588

საქართველო იტალიაში „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნად“ აღიარეს

ვრცლად
27.მაისი.2018 17:02
157

პროფესიული სასწავლებლებით ყველაზე უკმაყოფილო დედაქალაქის მოსახლეობაა

ვრცლად
27.მაისი.2018 16:22
41

მიხეილ ჯანელიძე: "ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ლევილი იქცეს საქართველოს კულტურულ ცენტრად ევროპაში"

ვრცლად