14.მარტი.2016 09:46
საზოგადოება

"ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით ვარ, ვინც რაღაცის გასაუმჯობესებლად იბრძვის ასეთი შემართებით"

"ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით ვარ, ვინც რაღაცის გასაუმჯობესებლად იბრძვის ასეთი შემართებით"
"ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით ვარ, ვინც რაღაცის გასაუმჯობესებლად იბრძვის ასეთი შემართებით", - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე.
 
"სტუდენტების ნებისმიერი პროტესტი, რომელიც არის თემატური, რომელიც ეხება მათი აკადემიური გარემოს გაუმჯობესებას, საუნივერსიტეტო ცხოვრების ხარვეზებს, ან ზოგადად სოციალურ აქტიურობას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობას, მისასალმებელია. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ თითქოს ელემენტარულ საკადრო და ადმინისტრაციული პრობლემის მოგვარებას ახალგაზრდების პროტესტი დასჭირდა.

ჩვენ განვიცდით პირველ რიგში როგორც უფროსი მეგობრები, რომ ეს პროტესტი არ გადაიზარდოს დაპირისპირებაში, ან სწავლის პროცესის დიდი ხნით მოშლაში, ან ყველაზე უარესი - არ მოხდეს ამ მოვლენების სხვა, პოლიტიზირებული მიზნებისთვის გამოყენება.

გულშემატკივრობთ, განვიცდი თქვენს პრობლემებს. მთელი გულით ყველა იმ სტუდენტის , ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით ვარ, ვინც რაღაცის გასაუმჯობესებლად იბრძვის ასეთი შემართებით!

ჩემთვის პირადად ეს მოვლენები თავისუფალი, ლაღი ახალი თაობის, გონიერი და მოტივირებული სტუდენტობის მაჩვენებელია.

სოლიდარული ვარ თქვენი სულისკვეთების და პატივს ვცემ თითოეული თქვენგანის მოტივაციას", - წერს კახა კალაძე.



21.ნოემბერი.2018 20:20
102

ტესტირებაზე გასული 84 ათასი ავტომობილიდან 32%-მა მინიმალური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 20:00
100

ქართლში ხორბლის უძველესი ჯიშების აღდგენა დაიწყო

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 19:29
40

"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიზალიბერალიზაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით რისკი არსებობს"

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 19:01
39

განათლების სისტემის განვითარებისთვის ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა იწყება

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 19:00
72

ესკო: ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 31%-ით გაიზარდა

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 18:37
181

კომპანია "ნუგბარმა" კონცენტრირებული ყურძნის წვენის წარმოება დაიწყო

ვრცლად