მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ლოგისტიკის სტრატეგია არ აქვს

BM.GE
27.07.18 23:02
1351
რა ხდება რეალურად დღეს საქართველოს ლოგისტიკის სფეროში? რამდენად კონკურენტუნარიანია ეს სფერო საქართველოს შემთხვევაში და რამდენად და რა პირობებში აქვს ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, რომ ლოგისტიკის ჰაბად იქცეს? ამ კითხვებს პასუხობს მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს.

2018 წლის ინდექსში საქართველო თავის ადგილს 11 პოზიციით აუმჯობესებს. ერთი შეხედვით დადებითი ამბავია - თუმცა, კონტექსტი ყველაფერს ცვლის და ამ შემთხვევაში კონტექსტი ასეთია: საქართველოს პოზიცია რეიტინგში 2012 წელს 77-ე ადგილი იყო. დღეს კი მას 167 ქვეყანას შორის 119-ე ადგილი უჭირავს და ეს ---- 11 პოზიციით გაუმჯობესების შემდეგ. რაც შეეხება ინდექსში 2012-2018 წლების საშუალო მაჩვენებლებს, მსოფლიო ბანკი ამბობს, რომ საქართველოსთვის ეს 124-ე ადგილია.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ რეიტინგში საქართველოს უსწრებს ყველა თავისი უშუალო მეზობელი ქვეყანა. 119-ე პოზიციაზე უარესი შედეგი არცერთ განვითარებულ ევროპულ ქვეყანას არ აქვს. შარშან დეკემბერში ვიცოდით, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დასრულების სტადიაზე იყო საქართველოს ლოგისტიკის 2017-2026 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ამავე წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება, თუმცა მას შემდეგ, ამ დოკუმენტების შესახებ არაფერი გვსმენია. ეკონომიკის სამინისტროს დღესაც - 7 თვის შემდეგ, იგივე პასუხი აქვს - სტრატეგია თითქმის დასრულებულია.