04.დეკემბერი.2015 15:16
ბიზნესი

"წითელი დირექტორების სურვილებზე რომ გვევლო, დღეს მხოლოდ ლუდი "ყაზბეგი" გვექნებოდა"

"წითელი დირექტორების სურვილებზე რომ გვევლო, დღეს მხოლოდ ლუდი "ყაზბეგი" გვექნებოდა"
"ანტიდემპინგური კანონპროექტი მხოლოდ ორ რამეს შეუწყობს ხელს, ერთი - კორუფციის დანერგვას და მეორე - ფასების ზრდას", - აღნიშნულის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ ლეჟავამ, გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტი მომხმარებლის წინააღმდეგ ბრძოლას წარმოადგენს.
 
"პირველ რიგში ვიტყვი, რომ ანტიდემპინგური კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროშია მომზადებული. ამას იმისთვის აღვნიშნავ, რომ პასუხისმგებლობას იმ მავნებლობაზე, რომელსაც ეს კანონპროექტი წარმოადგენს, სამინისტრო თავიდან ვერ აიცილებს. ფაქტიურად ეს კანონპროექტი მომხმარებლების წინააღმდეგ ბრძოლას წარმოადგენს, ერთი-ორი პრვილეგირებული მეწარმის სასარგებლოდ. კონკურენცია ქმნის იმას, რომ ფასები შესაძლოდ დაბალი იყოს და ასეთი ფასები არის მომხმარებელთა ინტერესებში.

ვერ წარმომიდგენია, რომელი კომპეტენტური ორგანო გვეყოლება, რომელიც ფასებს დაადგენს. ალბათ კონკურენციის სააგენტო უნდა იყოს ეს ორგანო.

მახსოვს ზურაბ ტყემალაძის კოლეგა გოგი თოფაძე, როგორ დასდევდა საქართველოს მთავრობას 90-იანი წლების ბოლოს, რომ ლუდის იმპორტი აკრძალულიყო, და ჩვენ დღემდე მარტო ლუდი "ყაზბეგი" გვესვა. ბაზრის გახსნამ იქამდე მიგვიყვანა, რომ გვაქვს დიდი არჩევანი მაგალითად, ლუდის და მათ შორის ამას არ მოუკლავს ქართული წარმოება. გაჩნდა ქართული ბრენდები, ხელმისაწვდომია ლუდიც და ფართო არჩევანიც არის. ეს არის ჩვენი კონკრეტული უახლესი ისტორია. "წითელი დირექტორების" სურვილებზე რომ გვევლო, დღეს მხოლოდ ლუდი "ყაზბეგი" გვექნებოდა, რომელიც სამჯერ ძვირი ეღირებოდა და ხარისხით ორჯერ უარესი იქნებოდა. ზუსტად იგივეს გვთავაზობენ ახლა. როგორ უნდა დავადგინოთ მაგალითად, თურქული პომიდვრის თვითღირებულება?

სადაც საშუალება მექნება ამ კანონპროექტის განხილვაში ცხადია, მივიღებ ყველგან მონაწილეობას. მგონია, რომ ეს კანონპროექტი მხოლოდ ორ რამეს შეუწყობს ხელს, ერთი - კორუფციის დანერგვას და მეორე - ფასების ზრდასა და არჩევანის შემცირებას საქართველოს ბაზარზე. სხვა, უკეთესი შედეგი მას ვერ ექნება," - განაცხადა ლეჟავამ.



20.ოქტომბერი.2018 13:28
486

თავისუფალი ვაჭრობის ეფექტი ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაში

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:45
756

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:15
1683

პრემიუმ კლასის კედების მწარმოებელმა "Cortex"-მა საბავშვო ხაზი დაამატა

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 10:24
600

FlyHelp-მა ავიაკომპანიებს 1500 საქმე მოუგო და 1 მლნ ლარის კომპენსაცია მიიღო

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 10:48
3013

საგარეჯოში ტურისტული კომპლექსი "ღვინის სახლი" იხსნება

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 10:25
804

ორბელიანის მოედანზე "KTW ჯგუფის" ახალი სასტუმრო იანვარში გაიხსნება

ვრცლად