19.დეკემბერი.2015 15:12
კრიპტოვალუტები

"ვინ მეტყვის რატომ ვარ ასეთი მდიდარი?" - ცნობილი ინვესტორების პასუხი უორენ ბაფეტს

"ვინ მეტყვის რატომ ვარ ასეთი მდიდარი?" - ცნობილი ინვესტორების პასუხი უორენ ბაფეტს
წარმატება იმის დასრულებაა, რის გაკეთებასაც ადამიანი აპირებდა. "ვინ გამცემს პასუხს, რატომ ვარ ასეთი მდიდარი?’", - უორენ ბაფეტის კითხვაზე პასუხს მსოფლიოში ცნობილი ინვესტორები სცემენ.
 
„ძვირადღირებული ბრენდების კოლექციონერის“ სახელით ცნობილ ბერნარ არნოს მიაჩნია, რომ წარმატებული ბიზნესის საიდუმლო კრეატიულობისა და საორგანიზაციო შესაძლებლობების ერთობაშია.

კომპანია Oracle-ს მფლობელი, ამერიკელი მილიარდერი ლარი ელისონის აზრით, ინვესტორებისგან აღებულ ფულს ისე უნდა მოექცე, როგორც საკუთარი ძალებით ნაშოვნს და ისე უნდა განკარგო, როგორც საკუთარი ფული.

ბრაზილიის უმდიდრესი ადამიანი, აიკ ბატისტა კი გვირჩევს, რომ პირველ წარუმატებლობას არ დავნებდეთ. მისი აზრით, წარმატების გზაზე ინვესტორებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ გამოკითხვებს და კვლევებს. „იფიქრეთ არა სრულყოფილებაზე, არამედ წარმატებაზე“, - ამბობს ბატისტა.

სერგეი ბრინი თვლის, რომ წარმატება მხოლოდ იმ საქმეს მოაქვს, რომლის კეთებაც ადამიანს სიამოვნებს, - “არ გჯერათ? თავად "დაგუგლეთ"", - გირჩევთ Google-ის თანადამფუძნებელი.

ამერიკელი მილიარდერი, მაიკლ დელი მიიჩნევს, რომ კლიენტი არა მხოლოდ კმაყოფილი არამედ ბედნიერიც უნდა იყოს. კომპიუტერების გენიოსს მიაჩნია, რომ ბიზნესს შუამავლები არ სჭირდება, მთავარი კი კლიენტის კმაყოფილებაა.

არსებობს წესი – "90/90", რომლის მიხედვითაც პირველი 90 წამის განმავლობაში ხანგრძლივი შთაბეჭდილების 90% ყალიბდება. თუმცა, მარგარეტ ტეტჩერი ამბობდა – „10 წამი საკმარისია იმისათვის, რომ შემექმნას შეხედულება პიროვნებაზე და იშვიათად მეცვლება იგი".

და ბოლოს, ყველა წარმატებული ინვესტორის რჩევაა, - საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ თავში ინვესტირებაა.



19.სექტემბერი.2018 11:38
598

Bitfury-მ ბიტკოინ მაინინგის ახალი მოწყობილობა წარადგინა

ვრცლად
12.სექტემბერი.2018 16:07
1448

Bloomberg კომპანია Bitfury-ზე სტატიას აქვეყნებს

ვრცლად
25.ივლისი.2018 12:18
671

ევროპაში კრიპტოვალუტით პროდუქციის შეძენა შესაძლებელი გახდება

ვრცლად
25.ივლისი.2018 11:47
509

Bitcoin-ის ფასმა 2 კვირაში $2000-ით მოიმატა

ვრცლად
06.ივლისი.2018 13:56
758

"რა სიკეთეს მოუტანს ციფრული ეკონომიკის განვითარება და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა საზოგადოებას“

ვრცლად
03.ივლისი.2018 15:22
258

კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია $34 მილიარდით გაიზარდა

ვრცლად