24.აპრილი.2016 11:01
საფინანსო სექტორი

"ვეთანხმები ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს, წინ აღუდგეს ლარის გაუმართლებელ გამყარებას"

"ვეთანხმები ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს, წინ აღუდგეს ლარის გაუმართლებელ გამყარებას"
"განსხვავებით 90-იანი წლების დასაწყისისა, დღევანდელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაცილებით უფრო გლობალიზებულია და გაცილებით მეტადაა დამოკიდებული გლობალური ეკონომიკის ტურბულენტულობაზე“, - განაცხადა „ბიზნესკონტაქტის“ ეთერში ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ კაკულიამ. მისი თქმით, ეროვნული ბანკის დღევანდელი პოლიტიკა, რომელიც იმისკენ არის მიმართული, რომ ლარის „გაუმართლებელი“ გამყარება არ მოხდეს სწორია.
 
"ბუნებრივია, ყველაფერი ის, რაც ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ხდება სერიოზულად უნდა გავაანალიზოთ. ყველა ამ პარტნიორ ქვეყანაში დევალვაცია მოხდა და თითქმის ყველა მთავარ პარტნიორ ქვეყანაში დევალვაციის სიღრმე გაცილებით მეტია, ვიდრე ლარის დევალვაციის სიღრმეა. ანუ ლარი გაცილებით ნაკლებად გაუფასურდა დოლარის მიმართ, ვიდრე ვთქვათ რუსული რუბლი, ან აზერბაიჯანული მანათი. საქმე ისაა, რომ ჩვენი ვალუტა უფრო მყარია, ვიდრე ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები, რაც საფრთხეს წარმოშობს, რაც ცხადია ამ წუთში რეალიზებული არ არის. საფრთხეს წარმოშობს იმისა, რომ ამან მსოფლიო ეკონომიკაში ჩვენი კონკურენტუნარიანობის შესუსტება გამოიწვიოს და შემდგომ ამ პროცესის შეტრიალება და ისევ ლარზე ზეწოლის პროვოცირება. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მე 100 პროცენტი ვეთანხმები ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს, რომ წინ აღუდგეს ლარის გაუმართლებელ გამყარებას", - განაცხადა კაკულიამ. მისივე თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნუკმა ბანკმა საკმაოდ ბევრი რეზერვი დახარჯა და ახლა ამ რეზერვების აღდგენაა საჭირო.

"რაც მეტი იქნება რეზერვები ნდობა ჩვენი ქვეყნის და ეკონომიკის მიმართაც მეტი იქნება. ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანა ახალი წონასწორობის მოძებნა და რაც შეიძლება მეტ ხანს შენარჩუნება უნდა იყოს, რა თქმა უნდა იმ მაკროეკონომიკური ინსტრუმენტებით, რაც ეროვნულ ბანკს და მთავრობას გააჩნია. რაც შეეხება დოლარში დაკრედიტების იმ აკრძალვის რეკომენდაციას, ამ მეთოდს ბევრმა ქვეყანამ მიმართა, მაგალითად უნგრეთმა, უკრაინამ, ნაწილობრივ თურქეთმაც მიმართა. ეს ძირითადად სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე ვრცელდება. ჩვენს შემთხვევაში ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს. იმიტომ, რომ ჩვენთან ძალიან დიდი საპროცენტო დიფერენციალია. ლარში გაცემული საპროცენტო განაკვეთები გაცილებით მაღალია, ვიდრე დოლარში“, - განაცხადა კაკულიამ.



22.თებერვალი.2019 11:20
671

TBC- ის აქციები 9.5%-ით გაიზარდა, რაც IPO-ს შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია

ვრცლად
21.თებერვალი.2019 21:48
256

ნექსია თიეი-სა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ვრცლად
21.თებერვალი.2019 19:33
828

TBC-ის აქციების ღირებულება დღეს მთელი 8.4%-ით გაიზარდა

ვრცლად
21.თებერვალი.2019 19:20
646

ლექსო ალექსიშვილი: აქ დგას ეროვნული ბანკის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის საკითხი

ვრცლად
21.თებერვალი.2019 18:44
342

ირაკლი კოვზანაძე: საფინანსო სფეროს დამატებითი ხმაური და აჟიოტაჟი არ სჭირდება

ვრცლად
21.თებერვალი.2019 18:28
427

რატომ ვერ შეუშალა ხელი ძველმა ტრანზაქციებმა თიბისის ლონდონის ბირჟაზე გასვლაში?

ვრცლად