16.ნოემბერი.2015 12:05
ბიზნესი

"ვენდის" დაფუძნების დღე საქართველოში ბრენდის მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორნის გახსნით აღინიშნა

"ვენდის" დაფუძნების დღე საქართველოში ბრენდის მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორნის გახსნით აღინიშნა
"ვისოლ ჯგუფმა" საქართველოში ოფიციალურად გახსნა "ვენდის" ყველაზე დიდი რესტორანი მსოფლიოში.

გახსნის ცერემონიას, რომელიც სიმბოლურად 15 ნოემბერს დაიგეგმა, ესწრებოდნენ „ვვნდის“ წარმომადგენლები ამერიკიდან. 15 ნოემბერი უკავშირდება "ვენდის" პირველი რესტორანის გახსნას ამერიკის შეერთებულ შტატებში. 46 წლის წინ, 1969 წლის 15 ნოემბერს  დეივ ტომასმა "ვენდის" პირველი რესტორანი გახსნა.
თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე "ვენდის" ახალი რესტორანი 3 სართულზეა განლაგებული,  1,450 კვ.მ.-ს მოიცავს და შესაძლებლობა აქვს 450 სტუმარს უმასპინძლოს.

გახნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ „ვენდის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტოდ პენეგორი, კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტი ფინანსურ საკითხებში, კომპანიის განვითარების მენეჯერი აბიგაილ პრინგლე და „ვენდის“ სათაო ოფისის საერთაშორისო დეპარტამენტების ხელმძღვანელები. „ვისოლ ჯგუფიდან“ ღონისძიებას ესწრებოდა კომპანიის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე. 

„ვენდის“ კაფეში წარმოდგენილია 15 სხვადასხვა სახის უმაღლესი ხარისხის ყავა,  სათამაშო ზონა დაბადების დღის ცენტრთან ერთად გთავაზობთ სივრცეს, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაისვენონ და მიიღონ „ვენდის“ რესტორანის უნიკალური გამოცდილება.

"სიმბოლურია ის ფაქტი,რომ ჩვენ ავღნიშნავთ „ვენდის“დაფუძვნების დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“რესტორანის ჩვენს დედაქალაქში, თბილისში გახსნით. მოხარულივართ, რომ „ვენდის“ კომპანიის ხელმძღვანელები შემოგვიერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და შესაძლებლობა გვაქვს ერთად აღვნიშნოთჩვენი პარტნიორობის შედეგად მიღწეული წარმატება. ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ „ვენდის“ ქსელს და ის წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ  ჩვენს დედაქალაქში,  არამედ ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც“, - აცხადებს სოსო ფხაკაძე. 



16.აგვისტო.2018 17:45
165

შამბა: აფხაზეთში მთავარი ინვესტიციები რუსეთიდანაა, ძალიან მცირედით არის თურქული ბიზნესი“

ვრცლად
16.აგვისტო.2018 16:49
339

„ქობულიამ ტურიზმის ინდუსტრიას მოუსმინა და ჩანაწერები გააკეთა“

ვრცლად
16.აგვისტო.2018 15:42
1154

„თუ მერია გადაწყვეტილებას არ მიიღებს, “ბიუ-ბიუ” საწარმოო პროცესს შეაჩერებს“

ვრცლად
16.აგვისტო.2018 14:31
912

10 ინვესტორი, რომელმაც 2017 წელს ყველაზე მეტი ფული ჩადო საქართველოში

ვრცლად
16.აგვისტო.2018 13:16
114

„ლეოგრანდი“: საგანგებო სიტუაციების სამსახურთან მოლაპარაკების რეჟიმში ვართ

ვრცლად
16.აგვისტო.2018 13:02
270

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხვალ, „ველმონდს“ („ლეოგრანდი“) დალუქავს

ვრცლად