21.მარტი.2016 15:39
საზოგადოება

"უნდა ვეცადოთ, რომ აზერბაიჯანელი ეროვნების ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის განვითარების საქმეში"

"უნდა ვეცადოთ, რომ აზერბაიჯანელი ეროვნების ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის განვითარების საქმეში"
პრემიერ-მინისტრმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებს პრემიერ-მინისტრი მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრში შეხვდა.
 
"გვიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. უნდა ვეცადოთ, რომ აზერბაიჯანელი ეროვნების ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის განვითარების საქმეში. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო განვითარების გეგმები, ამ გეგმების განხორციელებაში შეუძლებელია ვიყოთ წარმატებულები, თუ თქვენ არ იგრძნობთ თავს ამ გეგმის ნაწილად" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა გააცნო და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის საკითხებით და ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების გეგმით დაინტერესდნენ. შეხვედრას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, პრემიერის თანაშემწე ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სავალან მირზოევი და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესწრებოდნენ.



18.ოქტომბერი.2018 15:50
18

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადება Airbnb-ს თემაზე

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 15:30
44

როგორ იზრდებოდა პენსიები

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 15:15
35

ამერიკაში მდებარე ქართულ რესტორანში ყველაზე მოთხოვნადი აჭარული ხაჭაპურია

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 14:33
29

ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ბუენოს აირესიდან 6 მედალი ჩამოიტანეს

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 14:26
470

ჩოგოვაძე Airbnb-ზე: ვსწავლობთ სფეროს რეგულირების მაგალითებს

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 13:16
57

სსე-ს დავით თვალაბეიშვილი უხელმძღვანელებს

ვრცლად