01.მარტი.2016 16:11
ბიზნესი

"უმასპინძლე საქართველოში" – რეგიონებში სასტუმრო ბიზნესისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება

"უმასპინძლე საქართველოში" – რეგიონებში სასტუმრო ბიზნესისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება
"უმასპინძლე საქართველოში" – რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი დაემატა.
პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, გააფორმოს "ფრენჩაიზინგის" ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა "უმასპინძლე საქართველოში" დაეხმარება რეგიონებში მოღვაწე მეწარმეებს, წამოიწყონ საკუთარი საქმე სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში, ააშენონ ახალი სასტუმროები, გააფართოონ და გადააიარაღონ არსებული ინფრასტრუქტურა.

"დღევანდელი პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსებას. ეს პროგრამა იწყება იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ ახალი პროგრამა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება. პროგრამა. "უმასპინძლე საქართველოში" მიხედვით, სასტუმროებს საშუალება ექნებათ, გააფორმონ ხელშეკრულებები საერთაშორისო ბრენდებთან და სახელმწიფო მოახდენს ამ ხელშეკრულებების თანადაფინასებას,“ – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარების მიმართულებით, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.

“მთავრობის სხდომაზე მივიღეთ დადგენილება, რომ განვავითაროთ და კომპლექსურად შევისწავლოთ ბახმაროს კურორტის არსებული ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები და დავდოთ განვითარების გეგმა, მაგრამ ბახმარო არ იქნება ერთადერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობა უახლოეს მომავალში იმუშავებს. არსებობს უამრავი საინტერესო მიმართულება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება კურორტი ლებარდე, აბასთუმანი და სხვადასხვა ახალი მიმართულებები რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ",- აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.



21.მაისი.2018 21:00
128

შშმ პირებისთვის შექმნილი პროექტი ევროპის ოლიმპიადების გამარჯვებულია

ვრცლად
21.მაისი.2018 17:38
293

"ტავ ჯორჯია" Georgian Airways-ს პასუხობს

ვრცლად
21.მაისი.2018 11:00
167

"ზედაზენი" გერმანული ლუდის "ჰოლსტენის" წარმოებას იწყებს

ვრცლად
20.მაისი.2018 14:00
309

გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვა დახლებზე სავალდებულო ხდება

ვრცლად
20.მაისი.2018 10:00
485

"ბანკების დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ ისეთივეა, როგორიც წლების წინ"

ვრცლად
19.მაისი.2018 18:28
373

"ბადაგონის" წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა

ვრცლად