12.იანვარი.2016 17:21
მსოფლიო

"უკრნავთობმა“ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგის სასამართლოში შეიტანა

"უკრნავთობმა“ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგის სასამართლოში შეიტანა
უმსხვილესმა უკრაინულმა ნავთობისა და გაზის მომპოვებელმა კომპანიამ "უკრნავთობმა“ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა.
 
RBC-ს ცნობით, სასამართლოს ვებ-გვერდზე სარჩელის არსსა და სასარჩელო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის, აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ საქმის წარმოება მიმდინარეობს ჯერ კიდევ 1998 წელს რუსეთ-უკრაინას შორის გაფორმებული ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის მთავრობათაშორისი ხელშეკრულების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი კიდევ 11 უკრაინულ კომპანიას აქვს შეტანილი. მათ შორის - Stabil-ს, "რუბენორს“, "რუსტელს“, "კიროვოგრად-ნავთობს“, "ყირიმ-პერტოლს“, "პირსანს“, "ტრეიდ -ტრასტს“ და სხვა.



22.იანვარი.2019 21:00
61

Brand Finance-მა ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების TOP-10 გამოაქვეყნა

ვრცლად
22.იანვარი.2019 20:00
72

აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი გაზარდა

ვრცლად
22.იანვარი.2019 16:09
81

IMF-მა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი კიდევ შეამცირა

ვრცლად
22.იანვარი.2019 15:55
41

ვინ გამოვა დღეს სიტყვით დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე?

ვრცლად
22.იანვარი.2019 15:05
134

რონალდუმ გადასახადების დამალვა აღიარა - ფეხბურთელს $21.6 მლნ-ის გადახდა დაეკისრა

ვრცლად
22.იანვარი.2019 14:37
320

ევროკავშირმა Google 50 მლნ ევროთი დააჯარიმა

ვრცლად