16.აპრილი.2018 13:00
ეკონომიკა

"უძრავი ქონების ბაზარი აქტიურდება, ფასები კი იკლებს"

"უძრავი ქონების ბაზარი აქტიურდება, ფასები კი იკლებს"
უძრავი ქონების ბაზარზე გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, 2017 წელს 100 000-მდე ქონება გაიყიდა. გასული წლებისგან განსხვავებით, უძრავი ქონების ბაზარი ყველა სეზონზე აქტიური იყო.

„2017 წელს საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად გააქტიურდა (წლიური ზრდა – 10.6%) და უძრავი ქონების გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 98,609 ერთეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება შეინიშნებოდა ოთხივე კვარტალში, განსაკუთრებით კი – მეორე კვარტალში (წლიური ზრდა 20.0%). თბილისს კვლავ წამყვანი ადგილი (წილი – 40.4%) უჭირავს უძრავი ქონების ბაზარზე. უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი გააქტიურება (წლიური ზრდა – 7.5%) დაფიქსირდა ასევე თბილისის გარეთაც. 2017 წელს განსაკუთრებით გააქტიურდა უძრავი ქონების ბაზარი აჭარის (34.1%), მცხეთა-მთიანეთისა (13.3%) და ქვემო ქართლის (10.1%) რეგიონები. აჭარაში უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება უმეტესად დაკავშირებულია ბათუმში უძრავ ქონებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან. 2017 წელს ბათუმში უძრავი ქონებით განხორციელებული ოპერაციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (32.4%) და ჯამში 9,675 ერთეულს შეადგენს.“ - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელიც თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და forset-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნდა.
ბაზრის გააქტიურების ფონზე უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი შემცირებულია როგორც ბათუმში (-1.7%), ასევე ქუთაისში (-3.9%). თუმცა ბათუმში უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი (1 კვ.მ. – $739) კვლავ 2-ჯერ აღემატება ქუთაისში უძრავი ქონების გასაყიდ საშუალო ფასს (1 კვ.მ. – $354).
ავტორი: მეგი კავთუაშვილი



22.მარტი.2019 01:04
58

“Conti უნდა ყოფილიყო გარანტი, რომ პროექტის წარმატება მიღწეული იქნებოდა, დღეს მას ვერ ვხედავთ” - ცქიტიშვილი

ვრცლად
22.მარტი.2019 01:00
40

„ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს“

ვრცლად
22.მარტი.2019 00:10
108

„ლენდმარკ ბაკურიანი“ 5 ყველაზე „გიჟურ“ პროექტს შორის მოხვდა

ვრცლად
21.მარტი.2019 23:29
121

კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს პრობლემის მოგვარებას ჰპირდება

ვრცლად
21.მარტი.2019 23:20
49

ცქიტიშვილი: ვალდებულნი ვართ, ანაკლიის პროექტში ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები

ვრცლად
21.მარტი.2019 23:14
75

დავით კირკიტაძე: ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი მთაწმინდაზე უპრეცედენტოა

ვრცლად