11.თებერვალი.2016 13:55
ბიზნესი

"უცნობი": ქვეყნის მართვა არ ნიშნავს გვარამიას და გადაბაძის ხუშტურზე სიარულს

"უცნობი":  ქვეყნის მართვა არ ნიშნავს გვარამიას და გადაბაძის ხუშტურზე სიარულს
გია გაჩეჩილაძე საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
 
„მინდა განვაცხადო, რომ გუშინდელი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, მიმართულია ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. საჯარო რეესტრი არის ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კანონის აღსრულება და არ უნდა წამოეგოს შანტაჟს და სხვა სახის მანიპულირებად მოქმედებებს. ამ შემთხვევაში, ადგილი გვაქვს ტელეკომპანია „მაესტროს“ და „რუსთავი 2“-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის მართვის მცელობასთან, რომლის პირველი მსხვერპლი გახდა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა - საჯარო რეესტრი. ასეთი ქმედებით საჯარო რეესტრი ირიბად ხელს უწყობს კომპანიის გაკოტრებას.

მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე, ასეთი უპრინციპო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ზემდგომი ორგანოების ჩარევის გარეშე. ყველაზე ცოტა ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და ჩემი "მეგობრის" - პრემიერ მინისტრის გარეშე. რომელ ცივილიზებულ ქვეყანაში გინახავთ, რომ ტელევიზიის დირექტორს შეეძლოს მფლობელზე და კანონზე მაღლა დადგეს: არ გადაიხადოს გადასახადები, დააგროვოს ვალები, გაანიავოს ინტელექტუალური საკუთრება, კონკრეტული აქციონერების შეკვეთით მიზანმიმართულად გააკოტროს და "გადააგდოს" კომპანიის სხვა აქციონერები. ეს უკვე არის გაცხადებული გეგმა, რომლის მიზანია გაკოტრებული კომპანიის ნაცვლად, შეიქმნას ახალი კომპანია, სადაც მხოლოდ კოტე გოგელია დარჩება, ხოლო სხვა კანონიერი მფლობელების ადგილი აღარ იქნება.

კოტე გოგელიას ახალი კომპანია - იგივე ეთერით და ეთერ გადაბაძით! ეს ყველაფერი იფუთება "თავისუფალი სიტყვის ზეიმად" და "პოლიტიკურ დაკვეთასთან" ბრძოლად, ორი მთავარი მესიჯით: „მივრბივარ ამერიკის ელჩთან" და "ყველაფერი ბიძინას ბრალია." როდესაც 55% წილის მფლობელი აქციონერი ვერ ცვლის დირექტორს, მიუხედავად სასამართლოს პოზიციისა, ეს არა "მაესტროს“, არამედ მთელი ქვეყნის უბედურებაა. ქვეყნის მართვა არ გულისხმობს მთავრობის პასიურ პოზიციას პრინციპულ საკითხებზე. ქვეყნის მართვა არ ნიშნავს გვარამიას და გადაბაძის ხუშტურზე სიარულს, ქვეყნის მართვა არ ნიშნავს ტელევიზიების გასვლას კანონიერების სივრციდან. ეს ნიკა გვარამიას და ეთარ გადაბაძის მიერ ქვეყნის მართვას უფრო გავს. ჩვენ ისინი არ აგვირჩევია! ეს ნორმალურია??? საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ტელე-შანტაჟების ეპოქა! ამიტომაც განვაგრძობ ბრძოლას "მაესტროს" გადასარჩენად", - ნათქვამია განცხადებაში.



16.თებერვალი.2019 11:20
1546

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
107

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
1917

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
106

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
903

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
808

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად