24.თებერვალი.2016 17:40
ეკონომიკა

"თურქეთის მხრიდან საკმაოდ მაღალია ტარიფები და ჩვენ აღნიშნული ტარიფების გადახედვას ვითხოვეთ"

"თურქეთის მხრიდან საკმაოდ მაღალია ტარიფები და ჩვენ აღნიშნული ტარიფების გადახედვას ვითხოვეთ"
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში სტამბოლში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილმა მოლაპარაკებები გამართა თურქ კოლეგასთან, მუსტაფა ელიტაშთან. შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარღმავების საკითხები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანი ამოქმედების მიმართულებით იმსჯელეს.
 
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, სადაც ის შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც ქართულ ექსპორტს თურქულ ბაზარზე გააჩნია.

"დღეს თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და აშკარად ვხედავთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავზარდოთ საქართველოდან ექსპორტი. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც გვაქვს ექსპორტის პოტენციალი. ეს არის ცოცხალი ხორცი და ცოცხალი პირუტყვი, ასევე ჩაი და ღვინო, თაფლი და მინერალური წყლები, რა თქმა უნდა, ის მინერალური ნედლეული, რომელიც საქართველოს გააჩნია. აქ ჩვენ გვაქვს სატარიფო ბარიერები - თურქეთის მხრიდან საკმაოდ მაღალია ტარიფები და შესაბამისად, ჩვენ ვითხოვეთ აღნიშნული ტარიფების გადახედვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ტექნიკურ ბარიერებზე და ამ ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრაზე, რაზეც მივიღეთ პოზიტიური გამოხმაურება. მე დავპატიჟე ჩემი კოლეგა საქართველოში და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გადახედვა თურქეთთან, რომელიც საბოლოო ჯამში, სასარგებლო გახდება როგორც ქართული, ისე თურქული მხარისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაში, რომელიც თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიისა (DEIK) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ასევე საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში.

დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს საქართველოში არსებულ მდგომარეობას და რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისა და უცხოური ინვესტიციების წახალისებისკენ.

ასევე დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც თურქეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

25 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს ვიცე–პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ორმხრივი შეხვედრები თურქეთის წამყვან კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინვესტირება განახორციელონ საქართველოს სხვადასხვა სექტორებში.



21.მაისი.2018 21:11
27

წყალტუბოში არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

ვრცლად
21.მაისი.2018 20:18
129

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: საქართველო რეგიონში სამაგალითოა

ვრცლად
21.მაისი.2018 20:10
265

EBRD $400 მილიონს გამოყოფს სუფთა ენერგიაში ინვესტიციისთვის

ვრცლად
21.მაისი.2018 19:30
136

"საქართველოში თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების ანგარი მოეწყობა"

ვრცლად
21.მაისი.2018 19:10
621

ენიო მორიკონეს კონცერტზე 6 573 ბილეთი გაიყიდა

ვრცლად
21.მაისი.2018 19:00
31

ფშაველი-აბანო-ომალოს ჩახერგილი გზის აღდგენაზე 900 ათასი ლარი დაიხარჯება

ვრცლად