16.მაისი.2018 19:00
ბიზნესი

"ტურისტებს ტრადიციული სერვისი უნდა შესთავაზოთ"

"ტურისტებს ტრადიციული სერვისი უნდა შესთავაზოთ"
ტურისტებს სპა მიმართულებით რაიმე ტრადიციული უნდა შესთავაზოთ და არა ტაილანდური ან შოკოლადის მასაჟი,- ამის შესახებ ევროპის სპა ცენტრების ასოციაციის გენერალური მდივანი სესილია მესოზი bm.ge-სთან აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს სპა მიმართულებით ფანტასტიკური საფუძველი აქვს, ამიტომ უფრო მეტად უნდა გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რაც გააჩნია, მაგალითად ადგილობრივი მცენარეები, მინერალური წყლები, სუფთა ჰაერი და ა.შ. მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება სტრატეგია, რომ იმუშაოს არა ყველაფერზე ერთად, არამედ კონკრეტული სპა ქალაქების განვითარების მიმართულებით. ასევე, მისი აზრით, საჭიროა კვლევის ჩატარება სამიზნე ჯგუფებზე, თუ რა სჭირდება ბაზარს.

„ძალიან ცოტა ქვეყანას შეუძლია თქვას, რომ აქვს ისტორია სპა მიმართულებით, თქვენ კი გაქვთ საოცარი არქიტექტურა თბილისის ცენტრში, გაქვთ ზღვა, მთა, თერმული წლებიც და მინერალური წყალიც. ყველაფერი აქ არის და ახლა ჯერი თქვენზეა.

ერთადერთი კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სერვისის გაუმჯობესება შესაძლებელია. უნდა იფიქროთ იმაზე, როგორ დატოვოთ კლიენტი დიდი ხნით და როგორ დაახარჯინოთ მეტი თანხა. ასევე სამუშაოა იმაზე, რომ ისინი კიდევ გესტუმრნონ.

დიდ ძალისხმევას ხარჯავთ თქვენი გასტრონომიის რეკლამირებისთვის, რომელსაც ასევე დიდი ტრადიცია აქვს. იყენებთ რეგიონებისთვის დამახასიათებელ პროდუქტებს, მცენარეებს და ინახავთ ამ ტრადიციას. მე ეს დამაკლდა სპა მომსახურებაში. ცოტა შოკირებული ვიყავი, როდესაც თბილისის აბანოებში მოვითხოვე მომსახურების ჩამონათვალი და შემომთავაზეს ტაილანდური მასაჟი, შოკოლადის მასაჟი და ა.შ. მე კი აქ მოვედი იმისთვის, რომ ვნახო რაიმე ქართული ტრადიციული, ისევე როგორც ეს ხდება სპა-ცენტრ „ბიოლში“. ისინი ქართული მცენარეების მთელ სპექტრს იყენებენ პროცედურის დროს. სწორედ ეს არის გზა რომელიც უნდა გაიაროთ. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ბაზრისთვის საჭიროა რაიმე ეგზოტიკური მომსახურების შეთავაზება, თუმცა, საერთაშორისო ვიზიტორებს თქვენ რაიმე ტრადიციული უნდა შესთავაზოთ“,- აცხადებს სესილია მესოზი.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



27.მაისი.2018 16:00
125

ქართული მიკრომწვანილი ექსპორტზე გავიდა

ვრცლად
27.მაისი.2018 14:37
76

„ჩააქსოვე“- ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე

ვრცლად
27.მაისი.2018 11:20
307

ქუთაისის თიზის მიმართ ჩინური კომპანიების ინტერესი იზრდება

ვრცლად
27.მაისი.2018 10:33
978

TAV: "თბილისის აეროპორტი კიდევ გაფართოვდება"

ვრცლად
26.მაისი.2018 13:30
209

ანზორ ქოქოლაძე: ტექნიკის ბაზარი 20%-ით შემცირდება

ვრცლად
25.მაისი.2018 21:00
820

რუსეთის უმდიდრეს 200 ბიზნესმენს შორის 3 ქართველია

ვრცლად