30.იანვარი.2016 11:37
ბიზნესი

"თუ ხართ კარგი ზეინკალი და შემდუღებელი, თქვენ მე მჭირდებით", - "დელტა" თანამშრომლებს ეძებს

"თუ ხართ კარგი ზეინკალი და შემდუღებელი, თქვენ მე მჭირდებით", - "დელტა" თანამშრომლებს ეძებს
"დელტა" საუდის არაბეთს სამედიცინო ჯავშან ტექნიკას მიაწვდის. ჯავშანტექნიკის პირველი პარტია 12 მანქანის რაოდენობით საუდის არაბეთში 30 იანვარს გაემგზავრა. "დელტა“ სამომავლოდ ბაზრების დივერსიფიკაციას გეგმავს. კომპანიის დირექტორი, უჩა ძოძუაშვილი, "საქმიან დილასთან" საუბრისას ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ტექნიკის მოლდოვეთში გატანაც იგეგმება.
 
- საუდის არაბეთი ერთ-ერთი ყველაზე პრეტენზიული და დიდი კლიენტია, რომლის კონტრაქტორობაზეც ძალიან ბევრი ქვეყანა ოცნებობს. ეს ფაქტიურად ინდუსტრიის სტანდარტია და სავიზიტო ბარათია ჩვენთვის. თუ ნებისმიერ კონკურენტს ასეთი ტიპის მანქანის გაკეთებისთვის, რამდენიმე წელი დასჭირდებოდა, ჩვენ ეს ყველაფერი ფაქტიურად უმოკლეს ვადაში, - ერთ წელიწადში შევძელით.

- რა გეგმები აქვს სამომავლოდ "დელტას"?

- ძალიან მალე დავაანონსებთ, რომ ჩვენს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას მოლდავეთში გავიტანთ. ჩამოსულმა დელეგაციამ დიდი დაინტერესება გამოთქვა იმ ეფექტურობაზე, რომელსაც ჩვენი სისტემა აღწევს. ძალიან მნიშვნელოვან შეიარაღებაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი და შემდეგ უკვე მისი საექსპორტო პოტენციალიც ძალიან დიდია. გამოფენაზე ჩვენ ახალ პროტოტიპებს წარმოვადგენთ, რომელზეც უკვე სხვადასხვა ქვეყნებიდან წინასწარი დაინტერესება არსებობს. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მიდგომა ჩემიც და მთელი “დელტას“ გუნდის არის ასეთი, რომ ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავაკეთოთ დივერსიფიკაცია.

- იმის გამო, რომ წარმოება შსაძლებელია გაიზარდოს, იქნება თუ არა აუცილებელი კომპანიაში დამატებითი კადრების შემოყვანა და ამისთვის კვალიფიციური კადრები თუ არსებობს?

- საქართველოს მოსახლეობას მივმართავ და ვთხოვ, - თუ ვინმე ხართ კარგი ზეინკალი, კარგი შემდუღებელი, - თქვენ მე მჭირდებით. მჭირდებით, რაც შეიძლება მეტი. დღეს მე 170 ადამიანის დეფიციტი მაქვს. ჩვენ ახლა განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა პროფესიული განვითარების ცენტრი გავხსნათ “დელტას" ბაზაზე. გვსურს კადრები ჩვენით გავზარდოთ, რადგან მოთხოვნა მზარდია. ამავდროულად, ჯერ ანონსირების რეჟიმში არ ვართ, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვგეგმავთ “დელტას" წარმადობა ჯავშანმანქანის ტექნიკის მიმართულებით ხუთჯერ გავზარდოთ. თუ არ განვვითარდით, ბაზრის მოთხოვნებს ნამდვილად ვერ გავუმკლავდებით. ადგილი ჩვენ თუ არ დავიკავეთ, მას კონკურენტი დაიკავებს. ჩვენ კი იმის ფუფუნება არ გვაქვს რომ ვინმეს მივცეთ შესაძლებლობა ეს წარმატება სათავისოდ გამოიყენოს.



26.მაისი.2018 13:30
169

ანზორ ქოქოლაძე: ტექნიკის ბაზარი 20%-ით შემცირდება

ვრცლად
25.მაისი.2018 21:00
766

რუსეთის უმდიდრეს 200 ბიზნესმენს შორის 3 ქართველია

ვრცლად
25.მაისი.2018 20:00
98

"თბილღვინომ" ალკოჰოლური სასმელების 3 კონკურსზე 21 მედალი მოიპოვა

ვრცლად
25.მაისი.2018 19:30
298

"ბიუბიუს" დამფუძნებელი საქსტატს აკრიტიკებს

ვრცლად
25.მაისი.2018 18:00
1403

„მცირე და საშუალო ბიზნესში ჩადებული ფული გადაყრილია“

ვრცლად
25.მაისი.2018 17:00
100

დაანონსების მიუხედავად ტაქსების რეგულაციის საკითხი რეგიონებში არ განიხილება

ვრცლად