ოთხ, 18 ოქტომბერი
ოთხ, 18 ოქტომბერი
ახალი ამბები:
ENG
15.12.2015 | 12:58

"თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ უშგულში დიდ საწარმოს ააშენებს, ის ალბათ სხვა სამყაროში ცხოვრობს"

კატეგორია: კანონმდებლობა
ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ვაშაძე მთის კანონში კორუფციულ რისკებს ხედავს, როგორც ვაშაძემ გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“ განაცხადა მთის განვითარებას აღნიშნული კანონპროექტი ხელს ვერ შეუწყობს.

"მთას კანონი არ ააყვავებს, მთას ააყვავებს სწორი პოლიტიკა. სამწუხაროდ, ისევე როგორც სხვა სფეროში, მთაშიც არის პრობლმა. საქართველოს სჭირდება რეფორმები, რომლებიც მეტი ეკონომიკის და სამუშაო ადგილების შექმნას შეძლებს საქართველოში. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ უშგულში დიდ საწარმოს ააშენებს, ის ალბათ სხვა სამყაროში ცხოვრობს და ალბათ საბჭოთა კავშირის დროს აშენებული ფაბრიკა-ქარხნების იდეა ფიქსი აქვს. უშგულში ბევრი რამ შეიძლება განვითარდეს, მათ შორის ტურიზმის კუთხით, მაგრამ ამ შეღავათებით მივიღებთ შემდეგს - კომპანიები დაარეგისტრირებენ საკუთარ თავს მთაში, მათი თანამშრომლები რეალურად და ფიზიკურად იქნებიან ბარში. კორუფციული რისკი გაიზრდება. ქვეყანას არ სჭირდება მსგავსი გაუთვლელი წინადადებები", - განაცხადა ვაშაძემ.
უკან დაბრუნება
664ნახვა
"თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ უშგულში დიდ საწარმოს ააშენებს, ის ალბათ სხვა სამყაროში ცხოვრობს"
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი