მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#COVID19 და შესაძლებლობები საქართველოსთვის - ქეთი ბოჭორიშვილი საქმიან დილაში

BM.GE
13.04.20 10:24
711
რამდენიმე დღის წინ შეერთებულმა შტატებმა და მისი სახელით მისმა პრეზიდენტმა პრეტენზიების ჩამოთვლა ჩინეთთან დაკავშირებით ვირუსის გავრცელების გამო ჯერ მხოლოდ დაიწყო. ამას იაპონიისგან გზავნილებიც მალევე მიჰყვა. იაპონია აპირებს კომპანიებს ჩინეთის დატოვებისთვის და თავიანთი წარმოების სხვაგან გადატანისთვის ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. კერძოდ, იაპონიის მთავრობამ $2,2 მილიარდის მობილიზების შესახებ განაცხადა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისთვის, რათა დაეხმაროს თავის მწარმოებლებს, რომლებსაც ჩინეთში აქვთ წარმოება და რომელთა მიწოდების ქსელები კორონავირუსის გამო შეფერხდა. კერძოდ, ახალი შეთავაზების მიხედვით, 220 მილიარდი იენი ($2 მილიარდი) კომპანიებს ჩინეთიდან იაპონიაში წარმოების გადასატანად მოხმარდება, დამატებით 23,5 მილიარდი იენი კი ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადასატანად.

სტუმარი: ქეთი ბოჭორიშვილი - "ანაკლია სითი", აღმასრულებელი დირექტორი