27.იანვარი.2016 15:45
ეკონომიკა

"თუ "გაზპრომთან" შეთანხმება ვერ შედგა, სამართლებრივ დავას არ გამოვრიცხავთ"

"თუ "გაზპრომთან" შეთანხმება ვერ შედგა, სამართლებრივ დავას არ გამოვრიცხავთ"
ქართული მხარე "გაზპრომისგან" ტრანზიტის საფასურის მონეტიზაციის მომხრეა, თუმცა თუ ფასზე კონკრეტული შეთანხმება ვერ შედგა, შესაძლოა სამართლებრივი დავა დაიწყოს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს იგივე სარგებლის მიღება სურს, რასაც აქამდე იღებდა.
 
"მონეტიზაციის საკითხი პრინციპულად მისაღებია. შესაძლებელია ვერ შევთანხმდეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ის მოლოდინი ვერ მივიღოთ, რაც გვაქვს. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება დავა იყოს და დავის შემთხვევაში ჩვენ დასაბუთება მოგვიწევს თუ რა არის სამართლიანი საფასური.

რუსეთს თავისი პოზიცია შეუძლია იქონიოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. ეს პოზიციები თუ არ შეთანხმდება და დოკუმენტის სახით არ გაფორმდება, ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება ვერ შედგა. ამ პროცესის განვითარება შეიძლება იყოს სამართლებრივი დავა", - განაცხადა ვალიშვილმა.



25.მაისი.2018 20:43
83

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ენგურჰესის აღდგენას, სავარაუდოდ, 3-4-დღეში შეძლებენ

ვრცლად
25.მაისი.2018 19:24
24

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაზე სოციალურმა პარტნიორებმა იმსჯელეს

ვრცლად
25.მაისი.2018 18:20
62

"რამდენადაც ვიცი, 2018 წელს თამბაქოზე აქციზი უნდა გაიზარდოს"

ვრცლად
25.მაისი.2018 18:01
194

"თავისუფალი ინდუსტრიული ზონების კანონმდებლობა მოძველებულია"

ვრცლად
25.მაისი.2018 17:39
194

ბახტაძე: დაგირავებული ნივთების აღსაწერად სპეციალური ბაზა შეიქმნება

ვრცლად
25.მაისი.2018 17:30
218

"ბიუჯეტში აქციზიდან, დაახლოებით, 50 მლნ ლარით ნაკლები შევა, ვიდრე დაგეგმილია“

ვრცლად