მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ "გაზპრომთან" შეთანხმება ვერ შედგა, სამართლებრივ დავას არ გამოვრიცხავთ"

56a8b4f301ed1
BM.GE
27.01.16 15:45
1357
ქართული მხარე "გაზპრომისგან" ტრანზიტის საფასურის მონეტიზაციის მომხრეა, თუმცა თუ ფასზე კონკრეტული შეთანხმება ვერ შედგა, შესაძლოა სამართლებრივი დავა დაიწყოს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს იგივე სარგებლის მიღება სურს, რასაც აქამდე იღებდა.
 
"მონეტიზაციის საკითხი პრინციპულად მისაღებია. შესაძლებელია ვერ შევთანხმდეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ის მოლოდინი ვერ მივიღოთ, რაც გვაქვს. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება დავა იყოს და დავის შემთხვევაში ჩვენ დასაბუთება მოგვიწევს თუ რა არის სამართლიანი საფასური.

რუსეთს თავისი პოზიცია შეუძლია იქონიოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. ეს პოზიციები თუ არ შეთანხმდება და დოკუმენტის სახით არ გაფორმდება, ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება ვერ შედგა. ამ პროცესის განვითარება შეიძლება იყოს სამართლებრივი დავა", - განაცხადა ვალიშვილმა.