07.თებერვალი.2016 15:21
ბიზნესი

"თუ ლევან გაჩეჩილაძე გახდება დირექტორი ეს არ ნიშნავს, რომ მას შენობაში შემოსვლის უფლება ექნება"

"თუ ლევან გაჩეჩილაძე გახდება დირექტორი ეს არ ნიშნავს, რომ მას შენობაში შემოსვლის უფლება ექნება"
ორშაბათს მაკა ასათიანი და ბაია გადაბაძე მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. როგორც ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მაკა ასათიანი შეხვედრას გეგმავს ტელეკომპანიის თანამშრომლებთანაც. რაც შეეხება ტელეკომპანიის შენობას, გადაბაძის განმარტებით, ის არ არის "მაესტროს“ საკუთრებაში.

"თუ ლევან გაჩეჩილაძე გახდება დირექტორი ეს არ ნიშნავს, რომ მას ავტომატურად ექნება შენობაში შემოსვლის უფლება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საკითხი ხელჩართულ ბრძოლაში არ გადავა.

შპს სტუდია მაესტროს 31 დეკემბერს გაუვიდა ხელშეკრულების ვადა. რაც მთავარია, ამ ხნის განმავლობაში, რაც სარგებლობაში ჰქონდა, ვერ იხდიდა იჯარას“, - განაცხადა გადაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ არხის მოქმედი დირექტორის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ტელეკომპანია "მაესტროს" სახელით მაუწყებლობას წყვეტს. დაარეგისტრირებს თუ არა საჯარო რეესტრი ლევან გაჩეჩილაძეს არხის დირექტორად, სავარაუდოდ სამშაბათს გახდება ცნობილი.



10.დეკემბერი.2018 12:38
225

დანელიას თქმით, დეპუტატი რომ არ იყოს, უცხოელებისთვის მიწის გასხვისებაზე გაუქმებულ მორატორიუმს თავადაც გააპროტესტებდა

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 12:30
32

”საერთაშორისო რეიტინგები აუცილებელია, თუმცა ისინი ინვესტიციებისთვის არასაკმარისი პირობაა”

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 11:00
205

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი; ,,2018 წელს ლუდის ბაზარმა 3%-იანი კლება განიცადა”

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 19:40
423

„Food for Progress“ - სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 17 მლნ დოლარიანი პროექტი იწყება

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 18:33
219

მიხეილ დუნდუა "ომეგა ჯგუფისადმი" ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 17:06
320

დუნდუა-კაკულიას: სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის გადავადების გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო

ვრცლად