სამშ, 26 სექტემბერი
სამშ, 26 სექტემბერი
ახალი ამბები:
ENG
12.09.2017 | 19:23

"თუ კახეთში შეიძლებოდა პატარა სტიქიაზეც სუბსიდირება, სამეგრელოსა და გურიაში რატომ არ შეიძლება?!"

ავტორი: დავით ჯალაღონია
კატეგორია: საზოგადოება
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაზარალებული მეთხილე ფერმერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების საკითხი დააყენა.

"დავაგვიანეთ თუ არ დავაგვიანეთ (პრევენციული ღონისძიებები), ფაქტი სახეზეა - თხილის კულტურის მოსპობაზეა საუბარი. შემდეგ გადავიდა სიმინდზე და სხვა კულტურებზე და თქვენ მოსახლეობას აბრალებთ. მე მაინტერესებს და ამას არ ვამბობ შურით ან ეგოზიმით, თუ შეიძლებოდა კახეთში პატარა სტიქიზეც განგაშის ატეხვა და სუბსიდირება, რატომ არ შეიძლება სამეგრელოში ან გურიაში. ბროშურების დარიგება და სემინარები არაფერს ცვლის",- განაცხადა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. სხდომას სამეგრელოდან ჩამოსული ფერმერებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, თუმცა როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი ამ კუთხით არ არის.
უკან დაბრუნება
326ნახვა
"თუ კახეთში შეიძლებოდა პატარა სტიქიაზეც სუბსიდირება, სამეგრელოსა და გურიაში რატომ არ შეიძლება?!"
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი