მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარის კურსის არასტაბილურობა, ჩვენს ბიზნესზე უარყოფითად აისახება" - Coffeesta ქსელის დამფუძნებელი

BM.GE
24.05.21 09:27
472
საქართველოში, წელს ყავის იმპორტი 17%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ყავის იმპორტი 19 ქვეყნიდან განხორციელდა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი - ინდონეზიაზე მოდის.

საქართველოში მომუშაცე ყავის იმპორტიორ კომპანიებზე მსოფლიო ბაზრებზე შექმნილი ვითარება უარყოფითად აისახება. ამას ადგილობრივი პრობლემებიც ემატება. ყავის ინდუსტრიის წარმომადგენელბს მიაჩნიათ, რომ წელს, ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმის სწრაფი აღდგენის პროცესი თუ არ დაიწყება, ბიზნესში ვითარება დამძიმდება და კომპანიებს მოვლენების ასეთი განვითარების პირობებში შემდგომ გეგმებზე საუბარი გაუჭირდებათ.

ყავის ბიზნესში დღეს არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე საუბრობენ, მათ შორის არის გართულებული ლოგისტიკა, კერძოდ კი სატრანზიტო ვადების ზრდა. უახლოეს მომავალში ზოგიერთ კომპანიაში პროდუქციაზე ფასების კორექტირებაც იგეგმება. ერთ-ერთი წარმატებული კომპანია ქართულ ბაზარზე კოფისტაა, რომელმაც პანდემიურ წელს გაუძლო და ბაზარზე ოპერირებაც გააგრძელა.

სტუმარი: მიხეილ ფარულავა - Coffeesta-ს ქსელის დამფუძნებელი.