31.იანვარი.2016 18:33
ტექნოლოგია

"თქვენ ინდუსტრიის აფეთქების ზღვარზე ხართ!" - GameJam-ის პლატფორმა საქართველოში

"თქვენ ინდუსტრიის აფეთქების ზღვარზე ხართ!" - GameJam-ის პლატფორმა საქართველოში
"2016 წელი ტექნოლოგიების წელია" - ამბობს GameLab-ის ხელმძღვანელი და GameJam საქართველოს ერთ-ერთი ორგანიზატორი - ირაკლი ქოქრაშვილი. როგორც ჩანს, მის მოსაზრებას marketwatch-ისა და infoworld-ის მსგავსი, თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევაზე ორიენტირებული ვებ-გვერდებიც იზიარებენ. ირაკლი ქოქრაშვილის თქმით, თამაშების დეველოპინგით დაინტერესებულიც დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე აქამდე. დღეს იქმნება უფრო ხარისხიანი პროდუქტი ინფორმაციის გაცვლის გზით. ინტერაქციის, კოლაბორაციისა და გამოცდილების გაცვლისათვის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და პოპულარული პლატფორმაა GameJam-ი, რომელიც მსოფლიოში წელიწადში ერთხელ ტარდება.
 
GameJam – ეს არის 48 საათი, ერთი თემა და ამ თემის ირგვლივ შექმნილი ათასობით თამაში… მაცდური სცენარია... საქართველო მთავარ „დღესასწაულს“ 2015 წელს შეუერთდა. პირველი GameJam-ი Expo Georgia-ს პავილიონებში ჩატარდა როგორც ირაკლი ქოქრაშვილი იხსენებს, მიუხედავად საკმაოდ დიდი დაინტერესებისა, მონაწილეები მაინც არ იყვნენ ბოლომდე მზად, ფართო აუდიტორიისთვის საკუთარი იდეები გაეზიარებინათ. მეორე GameJam-ი, რომელიც 3 თვის შემდეგ ჩატარდა, უფრო მასშტაბური იყო და უფრო დიდი აღფრთოვანებაც გამოიწვია, ვინაიდან ამჯერად ორგანიზატორებმა cosplay დაამატეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, ასევე CG Gerogia-მ.


საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ თურმე კომპიუტერული თამაშები ტვინის განვითარების შემაფერხებელი კი არა, დამაჩქარებელია. „ლეპტოპით დავდიოდით და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ვესაუბრებოდით, ძალიან სახალისო და ინტერატქიული პროცესი იყო.“ ამბობს ირაკლი ქოქრაშვილი.

საქართველოში ჩატარებულ GameJam-ებს ორგანიზატორი საქველმოქმედო აქციებსაც უწოდებებს, რადგან სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში მასში მონაწილეობა სრულიად უფასოა.

წინ კი კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა გველის, რომლებსაც კარგად მომზადებულები, უფრო მობილიზებულები და განვითარებულები უნდა შევხვდეთ. გეიმ დეველოპერებისთვის იდეალურ სასწავლო და სამუშაო გარემოს ირაკლი ქოქრაშვილი თავის პარტნიორებთან ერთად, GameLab-ში ქმის. რაც შეეხება სამომავლო წარმატებას ტექნოლოგიურ, კონკრეტულად კი კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის სფეროში, ამას ირაკლი ქოქრაშვილი არა მხოლოდ საკუთარი, არამედ უცხოელი ინვესტორების პროგნოზებზე დაყრდნობით წინასწარმატყველებს, რომლებმაც, საქართველოში სტუმრობის შემდეგ აღნიშნეს: „თქვენ ინდუსტრიის აფეთქების ზღვარზე ხართ!“
IHUB Tbilisi
ნი ჭინჭარაძე



14.აგვისტო.2018 12:45
18197

თბილისში წლის ბოლომდე „ბოთლიყლაპია აპარატები“ გამოჩნდება

ვრცლად
13.აგვისტო.2018 18:27
927

საპარტნიორო ფონდის დაფინანსებული ვერტიკალური ავტოპარკინგით ინვესტორი არ დაინტერესებულა

ვრცლად
13.აგვისტო.2018 17:41
6591

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ მიწისძვრის გამზომი აპარატი შექმნა

ვრცლად
07.ივლისი.2018 19:30
275

ტრადიციულ ქართულ ქვევრს 3D ტექნოლოგიით დაამზადებენ

ვრცლად
02.ივნისი.2018 21:30
201

ღვინის მომხმარებლები აპლიკაციით მარანში მოგზაურობას შეძლებენ

ვრცლად
02.ივნისი.2018 19:30
186

პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

ვრცლად