მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი ბანკმა" 30 მილიონი დოლარის სესხის მიღებაზე ორი ხელშეკრულება გააფორმა

5665a33fc709b
BM.GE
07.12.15 19:15
1560
თიბისი ბანკმა ჯამურად 30 მილიონი დოლარის სესხის მიღების თაობაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპულ ფონდთან და Green for Growth Fund-თან ხელშეკრულებები გააფორმა. თითოეულმა ფონდმა "თიბისი ბანკს" 15-15 მილიონი დოლარის დაფინანსება გამოუყო.
 
ბანკის ინვესტორთათვის განკუთვნილ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით თანახმად, მიღებული დაფინანსება ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული და თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს არსებული სტრატეგიის თანახმად ზრდა განაგრძოს. ორივე სასესხო ინსტრუმენტი 10- წლიანი ვადიანობისაა.