21.თებერვალი.2016 14:47
საზოგადოება

"თეთნულდი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში"

"თეთნულდი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში"
კურორტ "თეთნულდს" საბაგირო გზა შეემატა- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „თეთნულდის“ მშენებლობის პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა. საბაგიროების მწარმოებელი ფრანგული კომპანია "პომას" მიერ აშენებული, ექვსადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
 
პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კარგი რესურსი გააჩნია, რაც რაციონალურად და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

პრემიერი ტურიზმს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, რომლის განვითარება ქვეყანას მოუტანს დამატებით ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს.

"დღეს თეთნულდზე ფუნქციონირენს ერთი სათხილამურო ტრასა, ჩვენ ვგეგმავთ, წლის ბოლომდე კიდევ სამი საბაგირო გზა შევიდეს ექსპლუატაციაში. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ვგეგმავთ გაკეთდეს დამატებითი საბაგირო, რომელიც სოფელ მულახიდან თეთნულდის ბაზას დაუკავშირდება, ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ორი საათის სავალზე თეთნულდამდე მივა. საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, რამდენიმე საწყის სასტუმროს გავაკეთებთ, რათა ბიძგი მივცეთ ამ კურორტის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან წარმატებლი პროექტი",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის ინფორმაციით, მზადდება კონკრეტული გეგმა და მისი განხორციელება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება. სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე(1.7კმ) იქნება.

"მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება.

 
კურორტის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო, მშენებლობის პირველი ფაზა 2016 წლის იანვარში დასრულდა.



26.მაისი.2018 09:53
86

საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 7 პრეზიდენტი ჩამოვიდა

ვრცლად
26.მაისი.2018 09:00
90

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - ღონისძიებების განრიგი

ვრცლად
25.მაისი.2018 20:26
95

26 მაისს აეროპორტების მგზავრებს ღვინო და ტკბილეული დაურიგდებათ

ვრცლად
25.მაისი.2018 17:44
29

"არემჯის" მხადაჭერით ანსამბლი „მართვე“ სოლო კონცერტს გამართავს

ვრცლად
25.მაისი.2018 14:43
34

თიბისი ბანკი გამოფენას - „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ უმასპინძლებს

ვრცლად
25.მაისი.2018 14:39
26

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით იტალიური ხელოვნების გამოფენები გაიხსნა

ვრცლად