06.დეკემბერი.2018 19:29
ეკონომიკა

"ტექინსპექტირებისას ავტომობილების 60%-ის დახარვეზება ხდება"

"ტექინსპექტირებისას ავტომობილების 60%-ის დახარვეზება ხდება"
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოაციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი აცხადებს, რომ ტექინსპექტირებისას ავტომობილების 60%-ის დახარვეზება ხდება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტექინსპექტირების ხაზებზე დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები, მონიტორინგის გაძლიერება საჭიროა.

ვაჟა იორდანიშვილის აზრით, მოსალოდნელია, რომ შემდეგ წელს გაიზრდება იმ ავტომობილების რიცხვი, რომლებიც ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას.

„მოთხოვნები გამკაცრებულია, მანამდე ყოველი მე-4 მანქანის დახარვეზება ხდებოდა, ახლა გამკაცრებულ პირობებში, დაახლოებით, 60%-ზეა ასული დახარვეზება, თან ახლა ვსაუბრობთ მაღალბიუჯეტიან ავტომობილებზე.

ცხადია, 2019 წლიდან, როდესაც სავალდებულო გახდება ტექინსპექტირება ყველასთვის, შესაძლოა, დახარვეზების პროცენტი გაიზარდოს. ამიტომ ვფიქრობ, საჭიროა, ოქროს შუალედის პოვნა და მხოლოდ მნიშვნელოვან პარამეტრებზე დახარვეზება, რომელიც ძირითადად ავტომობილის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი“,- აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

2018 წლიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება ეტაპობრივად დაიწყო. პირველი იანვრიდან დაიწყო იმ ავტომანქანების ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, მანამდეც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებოდნენ. ესენია: სამგზავრო და სატვირთო ავტომობილები. პირველი ივლისიდან ინსპექტირება სავალდებულოა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანებისთვის, ოქტომბრიდან კი - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის. 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კი ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - ანუ ყველა ავტომობილი.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



18.მარტი.2019 21:17
52

„ვფიქრობ, ჰონგ კონგის კომპანიებმა საქართველოში ბიზნესის გაფართოება უნდა განიხილონ"

ვრცლად
18.მარტი.2019 21:02
82

„ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული"

ვრცლად
18.მარტი.2019 20:47
111

ედვარდ იაუ: „საქართველოში ჩამოვედით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ურთიერთობის გაღრმავებას"

ვრცლად
18.მარტი.2019 20:32
304

„იპოთეკური სესხები შეიძლება 10-ჯერ შემცირებული იყოს, მაგრამ ჯერ კონკრეტული ციფრები არ გვაქვს“

ვრცლად
18.მარტი.2019 20:10
160

გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა

ვრცლად
18.მარტი.2019 20:00
232

„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე დაბრუნების საკითხი კვლავ გაურკვეველია

ვრცლად