02.მარტი.2016 14:23
ეკონომიკა

"თებერვალში საქართველოს თითქმის 24 პროცენტით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია"

"თებერვალში საქართველოს თითქმის 24 პროცენტით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია"
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც საერთაშორისო მოგზაურთა შესახებ უახლოეს სტატისტიკურ ინფორმაციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თებერვლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 24 პროცენტით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მათ შორის გაიზარდა იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში. ეს მონაცემი 19%-ით არის გაზრდილი წინა წლის თებერვალთან შედარებით.
 
ორი თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა იტალია (+29%), საფრანგეთი (+29%), დიდი ბრიტანეთი (+14%), პოლონეთი (+12%) და გერმანია (+7%).

2016 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორის შემოსვლა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან (+41.9%), თურქეთიდან (+12.2%), სომხეთიდან (+7.5%), რუსეთიდან (+29.2%) და უკრაინიდან (+23.5%). ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ირანიდან (+80.1%), ბელარუსიდან (+30.3%) და ამერიკის შეერთებული შტატებიდან (+20.5%).

საერთაშორისო მოგზაურების რიცხვის ზრდა დაფიქსირდა 2 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 683,561 შეადგინა, ზრდა კი 13.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 236,584 შეადგინა, რაც 11.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის მხოლოდ თებერვლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს დამატებით ესტუმრა 70,000-მდე საერთაშორისო მოგზაური. ეს გულისხმობს, რომ გასულ თვეს 42 მლნ ლარამდე დამატებითი შემოსავალი მიიღო ქვეყნის ეკონომიკამ.

2016 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილია 141,843 მგზავრი. აღნიშნული მონაცემი 14,36 %-ით აღემატება 2015 წლის იანვრის მონაცემებს და თითქმის 15 %-ით მეტია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.



21.სექტემბერი.2018 18:00
114

"თბილისის განვითარებით მოხარულები ვართ, თუმცა სხვა რეგიონებმაც უნდა გამოიყენონ პოტენციალი"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:37
58

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:20
63

"საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკას მხარს ვუჭერთ"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 16:11
146

"ჯორჯიან მანგანეზს“ პროდუქციის მიწოდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სურს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 15:01
346

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 14:30
187

"ფეროშენადნობთა ასოციაცია" დარგისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვას ითხოვს

ვრცლად